in

როცა გული გაგიჩერდა: ვის ეძებდნენ გუგლიში 2023 წელს

დაასახელეს 2023 წლის ყველაზე პოპულარული სპორტსმენები Google-ში ძიების მიხედვით.

საძიებო სისტემაში მოთხოვნით პირველ ადგილზე აღმოჩნდა „ბუფალო ბილსის“ (ამერიკული ფეხბურთი) მოთამაშე დამარ ჰემლინი, რომელსაც იანვარში მატჩის დროს გული გაუჩერდა.

მეორე ადგილზე გავიდა პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე. სამეულს ასრულებს ამერიკული ფეხბურთის „კანზას სიტის“ მოთამაშე ტრევის კესლი.

მეოთხე გახდა ნბა-ს „მემფისის“ სკანდალური კალათბურთელი ჯა მორენტი. მეხუთეა „ბაიერნის“ ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინი.

მე-6-7 ადგილები დაიკავეს ჩოგბურთელებმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და კარლოს ალკარასმა.

ძებნაში მე-8 ადგილზეა ახალზელანდიელი კრიკეტისტი რაჩინ რავინდრა. მე-9 პოზიცია დაიკავა მისმა ინდოელმა კოლეგა შიბმან გილიმ.

ათეული დაასრულა ნბა-ს „დალასის“ მცველმა კაირი ირვინგმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიდევ ერთხელ: მესის ინტერი რონალდოს ალ ნასრის შეხვდება – თამაში 1 თებერვალსაა

მესის ინტერ მაიამის ყველაზე მეტად ეძებდნენ: 2023 წლის ყველაზე პოპულარული გუნდები