in

ლევან მაისაშვილი: მიზანი იქნება დაცვის გარდა, შეტევაშიც ვაჩვენოთ საკუთარი შესაძლებლობები

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გაუწყეთ, რომ ივლისში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს სამხრეთ აფრიკას შეხვდებოდა. Sport4me.ge-ს ეს ექსკლუზივი დღეს რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა.

ზაფხულის ტესტსერიის პირველ ორ მატჩს “ბორჯღალოსნები” 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკასთან გასვლაზე გამართავენ. 17 ივლისს კი, შოტლანდიას საქართველოში უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, ზაფხულის ტესტმატჩებამდე საქართველოს ნაკრები 2021 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ბოლო მატჩს ბელგია-ნიდერლანდების მატჩში გამარჯვებულთან გამართავს.

ზაფხულის ტესტსერიის მატჩებზე სასაუბროდ, Sport4me.ge “ბორჯღალოსნების” მთავარ მწვრთნელს ლევან მაისაშვილს დაუკავშირდა.

“შემოდგომის ერთა თასის შემდეგ, ეს ჩვენი ნაკრებისთვის მორიგი დიდი გამოწვევაა. მცირე დროის მონაკვეთში სამი მატჩი და სამივე tier 1-ის გუნდთან. სამხრეთ აფრიკა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია და ამით ყველაფერი ნათქვამია. მით უმეტეს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, აფრიკელებს არ უთამაშიათ და შეეცდებიან ჩვენს წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში, კარგი რაგბი ითამაშონ და ბრიტანელი ლომების ტურნესთვის კარგად მოემზადონ. შოტლანდია, რასაც წარმოადგენს არაერთხელ გვინახავს, თუმცა მათ ლომების ტურნეს გამო, ბევრი წამყვანი მორაგბე დააკლდებათ და არ ვიცით გუნდით ჩამოვლენ ჩვენთან სათამაშოდ. ჯერ, ჩვენ როგორი შემადგენლობით ვიქნებით ამ მატჩებს ესეც არ ვიცით. ზოგი მორაგბე ტრავმირებულია. ბევრ ლეგიონერს კი, სათამაშო პრაქტიკა აკლია. მუდმივად ამაზე გვაქვს საუბარი, რომ 2017 წლიდან მოყოლებული ნაკრების მორაგბეების 80% უთამაშებლობას განიცდის. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფრანჩიზას შექმნა, რომ მსგავსი მატჩების წინ უთამაშებლობის პრობლემა არ იყოს ხოლმე.

პროგრამა მინიმუმზე და მაქსიმუმზე საუბარი ძალიან რთულია და ამ გუნდების წინააღმდეგ რაიმეს დაგეგმვა. მთავარია, მხოლოდ დაცვაში არ ვითამაშოთ, ბურთს მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ და შეტევით ფაზაშიც ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობები. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენმა მორაგბეებმა ასეთ დიდ გუნდებთან თამაშის ფსიქოლოგიური წნეხი გადალახონ”, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ლევან მაისაშვილმა.

საქართველო და სამხრეთ აფრიკა აქამდე ერთადერთხელ 2003 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ “ბოკემ” 46:19 დაგვამარცხა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნეიმარის ახალი კონტრაქტი წუთებსა და დღეებში: მბაპესაც უნდა ასეთი

შესანიშნავი შვიდეული: პრემიერლიგის ცხელი თავისუფალი აგენტები