in

შესანიშნავი შვიდეული: პრემიერლიგის ცხელი თავისუფალი აგენტები

ინგლისის პრემიერლიგა აქტიურ ვაჭრობას ერთ თვეში დაიწყებს, მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომელთა წაყვანა კლუბებს ბევრი ლაპარაკის გარეშე შეეძლებათ. 7 ტოპ ფეხბურთელს ჯერაც არ გაუფორმებიათ ახალი ხელშეკრულებები. თუ 9 მაისამდე არაფერი შეიცვლება, მათი სატრანსფერო ღირებულება 0-მდე დაეცემა.

ჟორჟინიო ვეინალდუმი, ლივერპული

არაფრით არ აგრძელებს კონტრაქტს „ლივერპულთან“. ნიდერლანდელი 5 წლიანი კარიერის შემდეგ ალბათ წავა მერსისაიდიდან. მთავარი პრეტენდენტი „ბარსელონაა“.

სერხიო აგუერო, სიტი

არგენტინელი ნამდვილად დატოვებს „სიტის“ – მასთან კონტრაქტი აღარ გააგრძელეს. ხმები მასაც „ბარსელონას“ აკავშირებს, თუმცა მედიამ „ინტერიც“ ახსენა.

ერიკ გარსია, სიტი

გარსია ქაღალდზე თავისუფალი აგენტია, მაგრამ ყველამ იცის, რომ მომდევნო სეზონში ერიკი „ბარსელონაში“ იქნება.

ედინსონ კავანი, მანჩესტერი

მანკუნიანელები ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებას თავაზობენ, მაგრამ „ბოკა ხუნიორსში“ წასვლის პერსპექტივაც დიდია.

ჯოშუა კინგი, ევერტონი

ნორვეგიელმა ვერ მოიკიდა ფეხი „ევერტონში“ „ბორნმუთში“ გენიალური თამაშის შემდეგ. შეიძლება მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა და „ტოტენჰემისა“ და „არსენალის“ მსგავსებმა ასეთ უფასო ვარიანტზე უარი არ უნდა თქვან.

ხუან მატა, მანჩესტერი

ღრმა თადარიგში გადასულ მატაზე იტალიური მედია წერს, რომ ესპანელმა „ლაციოსთან“ შეათანხმა კონტრაქტი. მეორე ვარიანტია საუდის არაბეთი.

კრისტიან ბენტეკე, კრისტალ პალასი

ბელგიელი ასეთ გუნდებში თავს კარგად გრძნობს და თუ „პალასმა“ ეს გიგანტი გაუშვა, „ევერტონი“, „ტოტენჰემი“ და „ასტოვ ვილა“ რიგში ჩადგებიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან მაისაშვილი: მიზანი იქნება დაცვის გარდა, შეტევაშიც ვაჩვენოთ საკუთარი შესაძლებლობები

მერაბ დვალიშვილი ქვემსუბუქი წონის top 8-შია