თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ლევან კუტელია, რომელიც ამჯერად ისრაელში გამოდის, თანდათან ფორმაში შედის და შთამბეჭდავ მატჩებს აჩვენებს.
ისრაელის ჩემპიონატის აუტსაიდერთა ჯგუფის 35-ე ტურის შეხვედრაში ლევან კუტალიას უმ ალ-ფაჰმის “ჰაპოელი” რაანანას “ჰაპოელს” შეხვდა და 2:3 დამარცხდა.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-4, მე-9 და 46-ე წუთზე გატანილი გოლებით რაანანას „ჰაპოელი“ 3:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ, ლევან კუტალიას დრო დადგა. ქართველი თავდამსხმელი 52-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა და მოჭრილი დარტყმით ეფექტურად გაიტანა. 64-ე წუთზე კი, ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო და ზუსტი დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა უმ ალ-ფაჰმის „ჰაპოელისთვის“, რომელმაც ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო და ზედიზედ მესამედ დამარცხდა.
გუნდი 36 ქულით ბოლოდან მესამე ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს აკრეს „ჰაპოელსაც“ და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ქართველის გუნდი ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დგას.
ლევან კოტალია ისრაელში ნელ-ნელა ათამაშდა და 16 მატჩში 7 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, იმის მიუხედავად, რომ ახალ კლუბში თელ-ავივის „ჰაპოელიდან“ იანვარში გადავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings