in ,

სიტი vs პსჟ: ფაქტები

“მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაშიც დაადასტურა ფავორიტობა და პსჟ-ს ისე მოუგო, რომ სალაპარაკო არ გაიხადა – 2:0. როგორც იქნა, გვარდიოლას ისევ ეღირსა ფინალში გასვლა, მთელი 10 წლის შემდეგ, ხოლო “სიტის” ფულიანი მეპატრონეები, ასეულობით მილიონების ხარჯვის შემდეგ, ნახავენ თავის გუნდს ნანატრ გადამწყვეტ მატჩში.

ფინალში გასვლამ მთელ ჩვენს მუშაობას მნიშვნელობა შესძინა: სიტი 42-ე გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

ფოტო: 4 მაისი, მანჩესტერი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, თოვლი, სეტყვა!

„სიტი“ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

„სიტი“ 42-ე გუნდია, რომელიც ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.

„სიტი“ გახდა მე-9 ინგლისური გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. გერმანია, რომელიც მე-2 ადგილზეა, 6 ასეთი გუნდი ჰყავს.

„სიტი“ პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 11 თამაში მოიგო. მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ რეკორდი გააუმჯობესა.

„სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. ეს რეკორდია ინგლისური კლუბებისთვის.

რიად მაჰრეზმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.

მაჰრეზი მხოლოდ მეორე მოთამაშეა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორივე ფეხით გაიტანა. პირველი იყო სადიო მანე „ლივერპულიდან“ 2017-18 წლების სეზონში.

„სიტის“ გამარჯვება მშვენიერი საჩუქარი გახდა ფერნანდინიოსთვის. 36 წლის ბრაზილიელი ყველაზე ასაკოვანი იუბილარი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩი მოიგო.

უკრაინელ ზინჩენკოს პასების საუკეთესო პროცენტი (95.7%) აქვს სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებს შორის.

ფილ ფოდენი ამ სეზონში „მანჩესტერ სიტის“ პირველი ფეხბურთელია, ვინც ყველა ტურნირზე მინიმუმ 10 გოლი (14) და შედეგიანი გადაცემა (10) შეასრულა.

შეწყდა „პარი სენ-ჟერმენის“ 10-მატჩიანი მოგებების სერია გასვლით მატჩებში.

პსჟ-ს მოგებული ჰქონდა ბოლო ხუთი მატჩი, როცა სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა კილიან მბაპე. ეს სერიაც შეწყდა.

პსჟ-ს არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.

პსჟ-მ პირველ ტაიმში 7-ჯერ დაარტყა, მაგრამ ერთხელაც ვერ მოარტყა კარში.
„სიტის“ 2 დარტყმა გამოუვიდა და აქედან 1 გაიტანა.

პსჟ გახდა მესამე გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, რომლის ფეხბურთელებმა წითელი ბარათი ორივე ნახევარფინალურ მატჩში მიიღეს.

გვარდიოლა მე-7 მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორ კლუბთან ერთად გასულა.

გვარდიოლამ 63-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში და ამით კარლო ანჩელოტის რეკორდი მოხსნა.

გვარდიოლამ პოჩეტინო მე-12-ედ დაამარცხა. ამაზე ხშირად პეპი მოურინიოს და დაიჩს უგებდა.

გვარდიოლა მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში როგორც მწვრთნელი.

გვარდიოლა პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2011 წლის შემდეგ.

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2021-05-05-104625.jpg

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან კუტალიას დუბლი ისრაელში

ფოტო: 4 მაისი, მანჩესტერი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, თოვლი, სეტყვა!