“რუბინის” ქომაგებმა ხვიჩა კვარაცხელია აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
20 წლის ქართველმა შემტევმა ხმების 90 პროცენტი დააგროვა და თანაგუნდელები უშანსოდ დატოვა.
კვარაცხელიამ აპრილში 3 მატჩი ჩაატარა და ყაზანელებთან ერთად ამდენივე გამარჯვება იზეიმა.
მან ხსენებულ თვეში “სოჩის” ბრწყინვალე გოლი გაუტანა.
გეტყვით, რომ ხვიჩა ტრავმირებულია და არაა გამორიცხული მიმდინარე სეზონში მოედანზე აღარც გამოჩნდეს.
“რუბინის” მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ამბობს, რომ ხვიჩას რეაბილიტაციის კურსი წარმატებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, კვარას შეძენა არაერთ ევროპულ გრანდს სურს.
ყაზანური კლუბის ხელმძღვანელები კვარას სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვენ.
კვარაცხელია 30 მილიონი ღირს: რუბინმა ქართველის ფასი დაასახელა
GIPHY App Key not set. Please check settings