საკმაოდ საინტერესო, შედეგიანი და ამავდროულად სამწუხარო იყო ქართველი ლეგიონერებისთვის გასული უქმეები. უნგრეთში ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო გატანა, მაგრამ ეს ყოველივე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ჩაკვეტაძის მორიგმა ტრავმამ გადაფარა. ასევე ფეხი მოიტეხა გიორგი წიტაიშვილმა.
5 ქართული გოლი ევროპაში და კვარაცხელიას შოუ მოსკოვში
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ოთარ კაკაბაძის “ტენერიფე” “სარაგოსასთან” 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრი მასპინძელთა თადარიგში იყო და მოედანზე არ გასულა.
გიორგი აბურჯანიას “კარტახენა” გასვლაზე “მალიორკას” შეხვდა და 1:2 წააგო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგი მაკარიძის “ალმერიამ” “ჟირონა” გასვლაზე 1:0 დაამარცხა. მაკარიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრაში სამი “სეივი” შემოგვთავაზა.
საფრანგეთის თასის 1/16 ფინალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ჯაბა კანკავას “ვალენსიენმა”, რომელიც “მეცთან” 0:4 განადგურდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.
ბელგიის მეორე ლიგაში გიორგი მიქაუტაძის “სერენი” “ვესტერლოსთან” ფრეს 1:1 დასჯერდა. მიქაუტაძე ძირითადში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
უნგრეთში ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის “ფერენცვაროშმა” გასვლით შეხვედრაში “ზალაეგერშიგთან” ფრე 2:2 ითამაშა.ორივე ქართველი ძირითადში იყო. ხარაიშვილი 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დვალმა სრულად ითამაშა.
მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა ბუდუ ზივზივაძემ. მისმა “ფეჰერვარმა” “ბუდაფოკს” 2:1 მოუგო. შეხვედრაში ანგარიში 26 წლის ქართველმა ფორვარდმა გახსნა, რომელმაც ცხრიანში ჩაუსვა მეკარეს.
წლევანდელი სეზონით უკმაყოფილო ვარ, მუდამ მაქსიმუმს ვითხოვ: ბუდუ ზივზივაძე
პოლონეთში ნიკა კაჭარავასა და ნიკა კვეკვესკირის “ლეხი” “პოგონს” დაუპირისპირდა და 1:0 მოუგო. კვეკვესკვერი მატჩი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჩაერთო. კაჭარავა ტრავმირებულია და არ თამაშობს.
ვაკო გვილიამ კი შეუვლელად ითამაშა “ლეგიას” შემადგენლობაში და “შლიონსკის” 1:0 მოუგო.
ავსტრიაში ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის “ვოლფსბერგმა” “რიდი” 4:0 დაამარცხა. ორივე ქართველი თადარიგში იყო.
თურქეთში საბა ლობჟანიძის “ანკარაგუჯუმ” “ქარაგიუმრუქს” 1:0 მოუგო. საბა ძირითად შემადგენლობაში იყო და საგოლე პასიც მის ანგარიშზეა.
საბა კვირკველიას, ზურიკო დავითაშვილის, ნიკა ყიფიანისა და გიორგი არაბიძის “როტორმა” “ხიმკის” უმასპინძლა და ჰაერივით საჭირო 2 ქულა დაკარგა. დავითაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ყიფიანი 73-ე წუთზე შეცვალა ბათუმის “დინამოს” ექსშემტევმა ჯოვინო ფლამარიონმა, ხოლო არაბიძე და კვირკველია სათადარიგოთა შორის იყვნენ.
ჯიმი ტაბიძემ (“უფა”) შეუცვლელად ითამაშა “ურალთან” სტუმრად ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი “ანორთოსისი” (გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია) საჩემპიონო ჯგუფის II ტურში “ომონიას” ესტუმრა და დამსახურებული ქულა აიღო. ოთხივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. 89-ე წუთზე ქეცბაიამ ქვილითაია შეცვალა.
ნიკა ნინუას პაოკ-მა “არისს” უმასპინძლა და ფრეს (2:2). ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო.
ნინუამ თასზე შეაგდო და ნახევარფინალშია, ლობჟანიძემ გალათასარაის გაუტანა
GIPHY App Key not set. Please check settings