იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში „იუვენტუსმა“ შინ „ლაციო“ დაამარცხა – 3:1.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს (ხოაკინ კორეა), შემდეგ კი ადრიენ რაბიომ შეაგდო, რასაც ალვარო მორატას დუბლი მოჰყვა.
სიმონე ინძაგი („ლაციოს“ მწვრთნელი):
„დასანანი წაგებაა, ჩვენ ხომ ვიგებდით, კარგად ვთამაშობდით, 1:1-ზე ძელს მოვარტყით, მერე კი კონტრშეტევაზე გავუშვით. უფრო მეტს ვიმსახურებდით.
არ უნდა დავნებდეთ და გავაგრძელოთ იმის რწმენა, რასაც ვაკეთებთ“.
ანდრეა პირლო („იუვენტუსის“ მწვრთნელი):
„ცუდად დავიწყეთ, მაგრამ გაშვებულ გოლზე გუნდმა რეაგირება მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფეხბურთელო გვაკლდა.
ხელები არ ჩამოგვიშვია, ტეპს ვუმატებდით და ეს იყო ყველაზე მთავარი. ვიცოდით, რომ ეს მატჩი ფინალივით იყო, ზოგს თავის პოზიციაზე არ მოუწია თამაში, მაგრამ ყველამ პროფესიონალიზმი აჩვენა“.
პირლო იმას გულისხმობდა, რომ დანილომ მოედნის ცენტრში ითამაშა, ხოლო ბერნარდესკი დაცვის მარცხენა ფლანგზე დადგა. ძირითადში არ ყოფილა კრიშტიანო რონალდო, ის შეცვლაზე შევიდა მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე. ამის მიზეზი „პორტოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მოახლეოებული უმნიშვნელოვანესი მატჩია.
ამ მოგების შემდეგ 52 ქულიანი „იუვენტუსი“ „მილანს“ 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო ლიდერ „ინტერს“ – 7 ქულით. გუნდებმა 25-25 მატჩი ითამაშეს.
„მილანს“ დღეს გასვლითი თამაში აქვს „ვერონასთან“, ხოლო „ინტერი“ ცენტრალურ მატჩში ხვალ საღამოს ოთხეულისთვის მებრძოლ „ატალანტას“ უმასპინძლებს.
იუვენტუსი – ლაციო 3:1
0:1 – 14 კორეა, 1:1 – 39 რაბიო, 2:1 – 57 მორატა, 3:1 – 60, მორატა, პენ
ალვარო მორატამ 15 (7+8) ქულა მოაგროვა „იუვენტუსში“. ეს სერია ა-ს რეკორდია ამ სეზონში.
მორატას 4 (3+1) ქულა აქვს ბოლო 2 მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings