in

იუვეს კიდევ 20 ქულას აკლებენ: გამოძიება გაახანგრძლივეს

„იუვენტუსს“ შესაძლოა კიდევ მოაკლონ ქულები.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია განაგრძობს პანდემიის პერიოდში ფეხბურთელების ხელფასებთან დაკავშირებული მაქინაციების კვლევას. ფედერაციის მთავარი პროკურორი აპირებს მოითხოვოს, რომ „ბებერ ქალბატონს“ კიდევ 20 ქულა ჩამოაკლონ.

საქმე 29 იანვარს უნდა დახურულიყო, მაგრამ ახალი დოკუმენტების აღმოჩენის შემდეგ პროკურატურამ მოითხოვა ძიების ვადა 40 დღით გაეხანგრძლივებინათ. ვერდიქტი მარტში უნდა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, „იუვეს“ უკვე მოაკლეს 15 ქულა ფინანსური მაქინაციებისთვის. ამის გამო ახლა ტურინელებს 23 ქულა აქვთ და სერია ა-ში მე-13 ადგილი უკავიათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა მომავლის თერთმეტეულში: კვარას პირველი სპეცქარდი FIFA-ში

მესიმ რონალდოს გაასწრო და რეკორდი მოუხსნა