in

იუვენტუსს ქულებს ისევ აკლებენ: ვის დარჩება ჩემპიონთა ლიგა

ეს იტალიელები რას დაცანცარებენ, უფრო სწორად „იუვენტუსს“ დააცანცარებენ. მოგეხსენებათ, უფროსობის ფინანსური მაქინაციების გამო გუნდი დასაჯეს და 15 ქულა მოაკლეს. ასე ითამაშა ყურებჩამოყრილმა „იუვემ“ რამდენიმე მატჩი და მერე დაუბრუნეს ეს 15 ქულა, რისი წყალობითაც გუნდი მე-2 ადგილზე აღმოჩნდა. ახლა კი ისევ აკლებენ, ოღონდ უფრო 12 ქულას. თუმცა ბუნებრივია ეს საკმარისია იმისთვის, რომ გუნდი ოთხეულიდან გავარდეს და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობოს.

გადაწყვეტილება სასამართლომ 22 მაისს უნდა მიიღოს.

გამოძიება წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. პროკურატურა, სავარაუდოდ, 9-დან 12 ქულამდე ჩამოკლებას მოითხოვს, ასევე შესაძლოა „ბებერ ქალბატონს“ ფულიც გამოართვან, ჯარიმის სახით.
ისე სხდომაზე რაც არ უნდა თქვან, გამოძიება მაინც არ დამთავრდება და მინიმუმ აგვისტომდე გაგრძელდება.

„იუვენტუსისთვის“ ქულების ხელახლა მოკლება მისწრებაა „მილანისთვის“, რომელიც მე-5 ადგილზეა და სწორედ ასე შეიძლება მოხვდეს ჩემპიონთა ლიგაზე.

მაინც დაველოდოთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავითაშვილის მაგარი მატჩი: ზურიკომ გაიტანა, სხვასაც გაატანინა და ბორდოს მოაგებინა

ესეც ბუდუს პირველი: გამოვიდა და ეგრევე გაიტანა