in

98 გოლი ევროპაში, 36 გოლი ინგლისში – ჰოლანდის საოცრებები

„სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონატის 36-ე ტურის მატჩში სტუმრად „ევერტონი“ მოინელა – 3:0. დუბლი გიუნდოგანის ანგარიშზეა, ერთიც ერლინგ ჰოლანდმა მიიმატა.

22 წლის ნორვეგიელმა ევროპის ტოპ 5 ლიგაში გამართულ 100 მატჩში 98 გოლი გაიტანა.
ჰოლანდმა 36-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგის 33-ე მატჩში.
დორტმუნდის „ბორუსიას“ რიგებში კი მის ანგარიშზე ბუნდესლიგის 67 შეხვედრაში 62 გოლია.

ჰოლანდმა ინგლისის ლიგაში გატანილი გოლების რეკორდიც გაამყარა (36 გოლი). წინა მიღწევა – 34 გოლი – ეკუთვნოდათ ენდი კოულს (1993/94) და ალან შირერს (1994/95), რომლებიც გოლებს 22-გუნდიან ჩემპიონატში იტანდნენ სეზონის 42 მატჩში.

მო სალაჰმა 2017/18 წლების სეზონში 32 გოლი გაიტანა. ჰოლანდის გამოჩენამდე ეს იყო პრემიერლიგის რეკორდი (20 გუნდი და 38 მატჩი).

ინგლისის უმაღლეს დივიზონში უფრო მეტის გამტანი იყო რონ დევისი – 1966/67 წლების სეზონში 37 გოლი.

გარდა ამისა, ჰოლანდის ანგარიშზე 52 გოლია „სიტის“ რიგებში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე.

ამასთან, „სიტიმ“ პრემიერლიგაში ზედიზედ 11 თამაში მოიგო.
ყველა ტურნირზე კი გუნდის სერია 22 წაუგებელ მატჩამდე გაიზარდა.

„სიტი“ 85 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და ბევრიც არ უკლია მორიგ ჩემპიონობამდე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიმ წააგო, ხვიჩა მეორე ტაიმი ათამაშეს

შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაო მოიგო