in

ნაპოლიმ წააგო, ხვიჩა მეორე ტაიმი ათამაშეს

მოტივაციის გარეშე დარჩენილმა „ნაპოლიმ“ სერია ა-ში 35-ე ტურის მატჩი წააგო. ჩემპიონმა სტუმრად „მონცასთან“ ითამაშა და 0:2 დაუთმo (გოლები: მოტა, მე-18 წთ. პეტანია, 54-ე წთ).

ხვიჩა კვარაცხელია, წინა მატჩის მსგავსად, თადარიგში იყო და მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში (ძერბინის ნაცვლად). ჩვენიანმა ტრადიციულად ითამაშა. თავისი მარცხენა ფლანგიდან რამდენჯერმე შეეცადა თამაშის გამწვავებას, ერთ ეპიზოდში კი მეურვეს დაუსხლდა და ხელსაყრელი ადგილიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი პირდაპირ მეკარეზე წავიდა.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ, უფრო მეორე ტაიმში, ბურთი ნეაპოლელებს ჰქონდათ და ასე თუ ისე სახიფათოდ უტევდნენ, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის, რასაც მთელი ჩემპიონატი მიჩვეულები ვიყავით. განსაკუთრებული საგოლე მომენტები სტუმრებს არც ჰქონიათ, უფრო მცდელობები.
მოკლედ, „ნაპოლიმ“ ჩემპიონატში მეოთხედ წააგო, ბოლო ოთხ შეხვედრაში კი მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, ოღონდ ამას მხოლოდ საბოლოო სტატისტიკისთვის თუ ექნება მნიშვნელობა.

მომდევნო მატჩი „ნაპოლის“ შინ უწევს, 21 მაისს, ოთხეულში დასარჩენად მებრძოლ და ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასულ „ინტერთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიამ გამარჯვება გამოგლიჯა, მამარდამ გოლი წამოიწყო

98 გოლი ევროპაში, 36 გოლი ინგლისში – ჰოლანდის საოცრებები