in

ვალენსიამ გამარჯვება გამოგლიჯა, მამარდამ გოლი წამოიწყო

ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში „ვალენსიამ“ სტუმრად უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა „სელტა“ დაამარცხა 2:1.

ქართველი მეკარე ტრადიციულად ძირითადში იყო და ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. საჭირო დროს ჩვენი მეკარე საჭირო ადგილზე იყო ხოლმე და ასაღები ბურთები აიღო, მოსაგერიებლები კი მოიგერია და საიმედოდ იდგა.
მეტიც, პირველ გოლში მონაწილეობა მანაც მიიღო. შეტევა სწორედ მეკარის ფეხით შორეულ ჩაწოდებას მოჰყვა, რომელიც მერე პარტნიორება გააგრძელეს და კლუივერტის გოლით დასრულდა.

დაახლობით 1 საათი „ვალენსია“ მშვენივრად თამაშობდა (საკუთარი თამაშის ფონზე), გოლის გაშვებამდე თავად შეეძლო გატანა და საქმის გამარტივება, მაგრამ ვერ მოახერხა და აქეთ გაუშვა. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს პირველი სეფეროვიჩი შეწვდა და მამარდაშვილისგან შორეულ მარჯვენა კუთხეში თავით გადაგზავნა. გიორგის ნახტომი ძელთან ჩავლილ ბურთს არ ეყო.
ამის შემდეგ უპირატესობა „სელტას“ ჰქონდა, მაგრამ მეტი გოლი ვერ გაიტანა. აი თამაშის მიწურულს, 88-ე წუთზე კი იშვიათი შეტევისას მარიმ თავით გაიტანა და სასიცოცხლო ქულები შემატა თავის გუნდს.

ახლა, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, „ვალენსიას“ 37 ქულა აქვს და ერთბაშად მე-14 ადგილზე აიწია. თუმცა გასავარდ ზონასთან ჯერ მხოლოდ 3 ქულაა.
მომდევნო მატჩი „ვალენსიას“ 21 მაისს შინ აქვს, თვით მადრიდის „რეალთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გმირი წინაპრების სისხლი ჩემშია, საქართველო ჩემშია: ვიომებ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები – ლაშა ბექაურის წერილი

ნაპოლიმ წააგო, ხვიჩა მეორე ტაიმი ათამაშეს