in

ჰოლანდის დიდი რეკორდი: 35 გოლი პრემიერლიგაში – არავის გაუტანია ამდენი

ერლინგ ჰოლანდის დიდი დღე – ნორვეგიელმა პრემიერლიგურ სეზონში გოლების რეკორდი მოხსნა!

„ვესტ ჰემთან“ შეხვედრაში ის მცველებს დაუსხლტა და მეკარეს თავზე გადაუგდო. ახლა ჰოლანდს 35 გოლი აქვს 2022/23 წლების პრემიერლიგურ სეზონში.

ენდი კოულისა და ალან შირერის წინა რეკორდის დროს ლიგაში 42 მატჩს თამაშობდნენ. ორივეს 34 გოლი აქვთ გატანილი.

38-მატჩიანი სეზონებიდან კი მო სალაჰმა გაიტანა „ლივერპულის“ მაისურით 32 გოლი 5 წლის წინ.

„სიტის“ ფეხბურთელებმა და შტაბმა ჰოლანდს საპატიო დერეფანი მოუწყვეს.

ჰოლანდმა ამ სეზონში ხუთ გუნდზე მეტი გაიტანა.

ბოლო მოთამაშე, რომელმაც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში უფრო მეტი გოლი გაიტანა იყო რონ დევისი – 1966/67 წლებში – 37 გოლი. მაგრამ ეს პრემიერლიგამდე დიდი ხნით ადრე იყო.

ერლინგს 51 გოლი ჰქონდა „სიტის“ სადებიუტო სეზონში, ამისთვის კი სულ 45 მატჩი დასჭირდა. მხოლოდ ერთი ფებურთელია ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, რომელმაც ყველა ტურნირზე უფრო მეტი გაიტანა – დიქსი დინი. 1927/28 წლებში მან „ევერტონში“ 63 გოლს მოუყარა თავი.

რეკორდსმენი: „მივალ სახლში, ვითამაშებ ვიდეოთამაშებს, რამეს შევჭამ და დავიძინებ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესის არაბები ისტორიას უპირებენ: 400 მილიონი წელიწადში

კვარა იტალიის ჩემპიონია