გაზეთი “New york times” ავრცელებს ინფორმაციას, რომ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ტონი ტრაბერტი.
ტონი ტრაბერტს კარიერის განმავლობაში დიდი სლემის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული. 1953-55 წლებში კი, ის მოყვარულთა შორის მსოფლიოს პირველი ნომერი იყო.
გეტყვით იმასაც, რომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ტრაბერტი 30 წლის განმავლობაში ტელეწამყვანი გახლდათ. 1970 წელს ტრაბერტი ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings