in ,

ბაიერნი იგებს და იგებს, ლევანგოლსკიმ ვერ გაიტანა – ბუნდესლიგა ფაქტებში

“ბაიერნმა” ზედიზედ მეხუთედ მოიგო.

“ბაიერნმა” სტუმრად ზედიზედ მესამედ მოიგო ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

“ბაიერნმა” ზედიზედ 39-ე მატჩში გაიმარჯვა ბუნდესლიგაში, როცა პირველი ტაიმის შემდეგ იყო დაწინაურებული.

“ბაიერნი” ზედიზედ 51 ოფიციალური მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

მანუელ ნოიერმა” კარიერაში მე-200 “მშრალი” მატჩი ჩაატარა.

ზედიზედ 17 პენალტის გატანის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ ვერ შეძლო 11-მეტრიანის გამოყენება.

ლევანდოვსკის გაფუჭებულ პენალტამდე, “ჰერტას” კარში მეტოქეებმა ზედიზედ 17 პენალტი გამოიყენეს.

სამი ხედირამ პირველად ითამაშა ბუნდესლიგაში 10 წლისა და 273 დღის შემდეგ.

“ფრაიბურგის” მწვრთნელმა კრისტიან შტრაიხმა პირველად დაამარცხა “დორტმუნდი” – ამისთვის მას 17 ცდა დასჭირდა.

“დორტმუნდმა” სტუმრად ზედიზედ მესამედ წააგო.

“ვოლფსბურგს” ზედიზედ ოთხი მოგება აქვს და ამ სერიისას გოლი არ გაუშვია, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.

“ვოლფსბურგი” ექვსი ტურია არ მარცხდება.

“ვოლფსბურგმა” სტუმრად ზედიზედ მესამედ მოიგო.

ამ სეზონში “ვოლფსბურგის” გოლების 43.75 პროცენტი (32-დან 14) ვეგჰორსტზე მოდის.

შეწყდა “გლადბახის” ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია.

“გლადბახი” 2021 წელს პირველად დამარცხდა. ახლა, ამ კალენდარულ წელს დაუმარცხებელ გუნდად “აინტრახტი” რჩება.

“აინტრახტი” ცხრა ტურია არ მარცხდება – ეს ყველაზე გრძელი მოქმედი სერიაა ლიგაში.

“აინტრახტს” სტუმრად ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დასტინ პორიეს საბრძოლო ეკიპირება 26 200 00 დოლარად გაიყიდა

90 წლის ასაკში ამერიკული ჩოგბურთის ლეგენდა გარდაიცვალა