სპორტის მხრივ დღეს დიდი დღე გვაქვს. ფუტსალის ნაკრების ისტორიული გამარჯვების და ანტონ პლესნოის ევროპის ჩემპიონობის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმაც მოიგო. იტალიის ქალაქ კალიარში მიმდინარე სარდინიის 250-იან მასტერსზე ტურნირის მეოთხედფინალში საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი გერმანელ შტრუფს დაუპირისპირდა და სამ სეტში 7:5; 4:6; 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ისტორია დაწერილია! საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
9 აპრილს ქართული ჰიმნი მოსკოვში: ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონია
ნახევარფინალურ ეტაპზე ნიკას მეტოქე სერბი ჯერე იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 57-ე ნომერია. მატჩი შაბათს, თბილისის დროით, 15:30-ზეა ჩანიშნული.
მეორე წყვილში იტალიერი სორეგო და ამერიკელი ფრიცი შეხვდებიან ერთმანეთს.
GIPHY App Key not set. Please check settings