in ,

ისტორია დაწერილია! საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

ისტორია დაწერილია. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთი დაამარცხა 3:2 და ოფიციალურად გაინაღდა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური. სიმბოლურია, რომ ქართული ფუტსალის და ბოლო პერიოდში ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვება 9 აპრილს მოვიპოვეთ. დღეს, რომელმაც 32 წლის წინ, დიდწილად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი.

ფრანგებთან მატჩის წინ, საქართველოს ჯგუფში 7 ქულა ჰქონდა, 2 ფრანგებს და დღეს ავთანდილ ასათიანის გუნდს ფრეც აძლევდა ხელს, მაგრამ “ჯვაროსნებმა” ბოლომდე ბრძოლის და საოცარი მუხტის ხარჯზე შეძლეს მრისხანე მეტოქის ძლევა.

მატჩს შეზღუდული რაოდენობით მაყურებელიც დაესწრო და ისინიც მხურვალედ გულშემატკივრობდნენ საქართველოს.

მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ცუდად დაიწყო. რონინიომ შეტევაში დაკარგა ბურთი და “მამლებმა” სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომლის შემდეგაც აბდესამედ მოჰამედმა აიღო ზვიად კუპატაძის კარი.

ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა შეუტია და 2-წუთიან მონაკვეთში თალესმა და რონინიომ აიღეს ფრანგთა კარი. საფრანგეთმა ანგარიში მალევე გაათანაბრა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე 11 წამით ადრე თალესმა გახვრიტა ჯამელ ჰარუნის კარი.

მეორე ნახევარი საფრანგეთმა უკეთ ჩაატარა და გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო ჩვენი გუნდის კარის დარაჯი ზვიად კუპატაძე, რომელმაც რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და საქართველოდ ნაკრები გადაარჩინა. საბოლოოდ, 3:2 და საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და B ჯგუფში მეორე ადგილზეა. ევროპის ჩემპიონატზე 8 ჯგუფის 6 საუკეთესო მეორეადგილოსანიც გადის და მათ შორის ჩვენს ნაკრებს ყველაზე კარგი შედეგი აქვს.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 12 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალს ერთი კი არა, ორივე უნდა, ბარსას კი დაბრუნება – ამბები მოკლედ

9 აპრილს ქართული ჰიმნი მოსკოვში: ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონია