in ,

ზვიად კუპატაძე: 9 წლის ვიყავი, როდესაც 9 აპრილის ტრაგედია მოხდა – მიხარია, რომ ასეთ დიდ წარმატებას ამ დღეს მივაღწიეთ

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საფრანგეთი 3:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების კაპიტანი, 41 წლის ზვიად კუპატაძე გახლდათ, რომელმაც მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან ემოციური კომენტარიც გააკეთა.

ისტორია დაწერილია! საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

“ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება დიდი სიხარულია და ცრემლების შეკავება არ შემიძლია. ეს ჩემთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ბოლო შანსი იყო, რისი საშუალებაც კარიერის დასასრულს მომეცა. ბიჭებს, სამწვრთნელო სტაფს, კობიაშვილს, იაშვილს დიდი მადლობა – ყველამ ყველაფერი ჩადო“, – თქვა ზვიად კუპატაძემ.

ზვიად კუპტაძემ 32 წლის წინ, 9 აპრილს დატრიალებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისთვის ამ დღეს მოპოვებული გამარჯვება, ორმაგად გასახარია.

„8 თუ 9 წლის ვიყავი, როდესაც 9 აპრილის ტრაგედია მოხდა. 32 წლის შემდეგაც მახსოვს ეს ტრაგედია და ეზოში ტანკები რომ იდგა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ის გმირები. ქართველებისთვის ფეხბურთი რელიგიასავითაა, ყველაფერია და ამიტომ ყველას გილოცავთ. მიხარია, ამ დიდ წარმატებას ასეთ დღეს რომ მივაღწიეთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

9 აპრილი – იდეალური სპორტული დღე: ბასილაშვილმაც მოიგო და ნახევარფინალშია

უეფამ დაასახელა ქალაქები, სადაც ევრო 2020-ზე მაყურებლები იქნებიან