in ,

9 წელი გამარჯვების გარეშე: მუნდიალის შესარჩევში ბოლოს 2012 წელს მოვიგეთ

საქართველოს ნაკრების გუშინდელი უიმედო და უსახური მარცხი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, “ჯვაროსნებისთვის” მუნდიალის შესარჩევში ჩატარებული 22-ე მოუგებელი მატჩია. ხვალ, ზუსტად 9 წელი გადის იმ ისტორიული დღიდან, როდესაც საქართველომ მსოფლიოს შესარჩევში თამაში მოიგო. ეს 2012 წლის 7 სექტემბერს მოხდა, როდესაც საქართველომ “დინამო არენაზე” ბელარუსი თორნიკე ოქრიაშვილის მოხდენილი გოლით დაამარცხა.

გარდა იმისა, რომ ჩვენს გუნდს 22 მატჩია არ მოუგია, ზედიზედ 10 მატჩი წააგო. ფრანგი ვილი სანიოლის თაოსნობით, რომლის დასაწყისიც ცოტა იმედიანად მოსჩანდა, ოფიციალური თამაში ჯერაც არ მოგვიგია.

ბოლო სამი შეხვედრა კი, საქართველოს ნაკრებმა ისე წააგო, რომ გოლის გატანაც ვერ მოახერხა. თუმცა, გოლს ვინ გაიტანდა, ესპანეთთან სულ 219 პასი გააკეთეს ქართველმა ფეხბურთელებმა, რომელთა დიდი ნაწილიც უკან შესრულდა.

ერთი პოზიტიური ამბავიც. გუშინდელი შეხვედრა ეროვნული გუნდის მაისურით 98-ე იყო საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავასთვის. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც 100 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სფფ-ს მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბადახოსის კატასტროფა: ქართველი ფეხბურთელების შეფასებები – კაშია ყველაზე ცუდია, ყველაზე კარგი კაკაბაძეა

ნახევარ წამზე ნაკლები ოქრომდე: მარიამ ქერდიკაშვილმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა