in

7 ქართველი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურში

რაგბი ევროპის ოფიციალურმა ვებგვერდმა განვლილი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა და მასში ერთბაშად 7 ქართველი მორაგბე მოხვდა.

საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდნენ: ბურჯი ირაკლი აფციაური, მესამეხაზელები რატი ზაზაძე და ნიკოლოზ სუთიძე, 9 ნომერი დავით ხუროშვილი, მგეზავი პეტრე ხუციშვილი და გარემარბები – შალვა აფციაური და საბა არჩვაძე.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” რუსეთის ქალაქ კალინინგრადში გამართული ტურნირი ძალიან დამაჯერებლად მოიგეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგეს.

ქართველმა მორაგბეებმა მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0 გაანადგურეს, ნახევარფინალში ბელგიელებს 37:3 სძლიეს, ფინალში კი პორტუგალიას აჯობეს – 27:0.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მერაბ შარიქაძე: გვაქვს განცდა, რომ ახალ ეტაპს ვიწყებთ

კვირკველია ხარკოვის მეტალისტში ითამაშებს