in

ფეხბურთელებო, თქვენ გენაცვალეთ: მორაგბეები თამაშის შემდეგ საქართველო-ს ყვიროდნენ – მწვრთნელი ამაყია და მადლობელი

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე არგენტინა 20:0 დაამარცხა, ტურნირზე სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვა და თანაც, ტიერ1-ის გუნდი უქულოდ დატოვა.

თქვენ ხართ კაცები! ლომები, ჯიგრები… საქართველომ არგენტინა მშრალზე დასვა

შორეულ აფრიკაში, წვიმიან ამინდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჩვენი მორაგბეები ამაყად სკანდირებდნენ – “საქართველო! საქართველო!”

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ლადო კილასონიამ და ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წარმატება აღნიშნა:

„პირველი ტაიმი დაგეგმილად წავიდა, გეგმას გავყევით. ამინდიდან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა იყო, თამაში მაქსიმალურად ჩაგვეკეტა და მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა.
თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ეპიზოდს, ვფიქრობ, გეგმას მეორე ნახევარშიც მივყვებოდით და თამაში ჩვენი კარნახით წარიმართა, უბრალოდ იყო მცირე მომენტები, როცა ოდნავ გადავუხვიეთ.

საბოლოო ჯამში, კარგად მართული თამაში გამოვიდა, რამაც ძალიან მაგარი შედეგი მოიტანა. ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით, ჩვენი სტაფით, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა; ყველა იმისი, ვინც ამ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა, რაგბის კავშირის და ვინც ჩართული იყო ჩვენ დასახმარებლად.

უღრმესი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს – იცოდეთ, რომ თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ…
და ფეხბურთელებო, ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ, გილოცავთ, ძალიან მაგრები ხართ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თქვენ ხართ კაცები! ლომები, ჯიგრები… საქართველომ არგენტინა მშრალზე დასვა

პირდაპირ პენალტები დაარტყით: უეფამ სუპერთასზე დამატებითი დრო გააუქმა