in ,

40 წლის კაცის იმედად – XVII ტური

იტალიაში ლიდერი შეიცვალა და ეს გუნდი “ინტერია”. მილანელებმა პირველობა პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა “დააბრალონ”, რომლებიც გაუთევებლად იგებენ, მეორეს მხრივ მადლობა უნდა უთხრან კონკურენტებს, რომლებიც ქულების დაკარგვას დაეჩვივნენ. ერთადერთი სტაბილურობას, თანაც სუპერსტაბილურობას “ატალანტა” აჩვენებს, რომელმაც ზედიზედ 6 მატჩი მოიგო და ამ პერიოდში “იუვენტუსიც” დაამარცხა, “ნაპოლიც” და ბუნებრივია სხვებიც.
მომდევნო ტურში “მილანი”-“ნაპოლია” და ბევრი რამ გაირკვევა, ვის აქვს ნაღდი ჩავარდნა და ვის ნაღდი ამბიცია. აბა “ნაპოლი” სამი მატჩია ვეღარ იგებს და აგერ კიდევ ერთი მოულოდნელი წაგება მიამატა.

“მილანმა” საერთოდ 92-ე წუთზე გაათანაბრა და ისე გადაურჩა წაგებას, ეს კი უბერებელმა იბრაჰიმოვიჩმა გააკეთა და თან როგორ – მაკრატელათი.
ეს შვედის მე-7 გოლია მე-10 მატჩში. 40 წლის კაცი „მილანის“ ბომბარდირია.

ზლატანმა მე-300 გოლი გაიტანა ტოპ 5 ლიგაში. ის მესამეა რონალდოსა და მესის შემდეგ, რომელმაც ეს მოახერხა 21-ე საუკუნეში.

ალეგრი: „იუვე“ მატჩს 10-15 წუთით გამოეთიშა, მერე დაბრუნდა, მაგრამ ზიანი უკვე მოგვადგა“.

ვლაოვიჩმა 2021 წელს სერია ა-ში 32 გოლი გაიტანა. მარტო რონალდოს გაუტანია უფრო მეტი ბოლო 60 წელიწადში.

“ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სერია ა-ში 500 მატჩი ჩაატარა.

სერია ა – XVII ტური

ჯენოა – სამპდორია 1:3
ფიორენტინა – სალერნიტანა 4:0
ვენეცია – იუვენტუსი 1:1
უდინეზე – მილანი 1:1
ტორინო – ბოლონია 2:1
ვერონა – ატალანტა 1:2
ნაპოლი – ემპოლი 0:1
სასუოლო – ლაციო 2:1
ინტერი – კალიარი 4:0

ორშაბათი, 13 დეკემბერი
რომა – სპეცია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფამ რეიტინგი განაახლა: ქართული კლუბებიდან ყველაზე კარგი შედეგი დინამოს აქვს

ვინ გახდება წლის ფეხბურთელი? Sport4me.ge-ს ვერსიით, სამი საუკეთესო ფეხბურთელი