in ,

4 დღე პრემიერლიგის დაწყებამდე: ვინ არის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი

პარასკევს, „არსენალისა“ და „კრისტალ პალასის“ მატჩით პრემიერლიგის 2022/23 წლების სეზონი აიღებს სტარტს. იქამდე კი სხვადასხვა გამოცემა თუ ბუქმეიქერული კომპანია საჩემპიონო კოეფიციენტებს გვთავაზობს.

“sky sports” – „მან სიტის“ ჩემპიონობას 8/13 კოეფიციენტით აფასებს, რაც ჩვენებურად 1.6 ნიშნავს.
„ლივერპულის“ ჩემპიონობის შანსი 3.5-ს უთანაბრდება.

„ბეთ-365“ – „სიტი“ 1.7, „ლივერპული“ 3.0

ყოველი სეზონის წინ, სუპერკომპიუტერი საკუთარი ალგორითმით, ახალ ჩემპიონს ავლენს და აქაც გუარდიოლას „სიტია“ ფავორიტი, მეორეზე კი კვლავ „ლივერპულია“ გამწესებული.

ცხადია, ეს წინასწარი მსჯელობაა და მეტი არაფერი, თუმცა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერით „სიტიმ“ დიდი ბუსტი მიიღო და ექსპერტებიც აშკარა ფავორიტად ქალაქელებს მიიჩნევენ. აქეთ „ლივერპულიც“ გვარიანად გაძლიერდა და იოლად არაფერს დათმობს. „ტოტენჰემიც“ არ დაგვივწყდეს თავისი ექვსი ახალი ფეხბურთელით და „იუანიტედი“, რომელსაც ტენ ჰაგი ჩაუდგა სათავეში. ტუხელის „ჩელსი“ ხომ არასდროს ითვლება ფავორიტად, მაგრამ ბოლოს მაინც ძაბავს ხოლმე. ჰო, მოღონიერებული „არსენალიც“ საინტერესო სანახავი იქნება.

მოკლედ, ვნახოთ…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

3-4 ნაკრებისგან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ქართველი ვარ, გავიზარდე საქართველოს ყურებაში… რატომ დასცინეს ზაზას სანდრო მამუკელაშვილის გამო

მარტო ნიჭიერი ქართველი არ ეყოფა: ნაპოლის შეტევა მისახედი აქვს