in

პრემიერ ლიგა დაბრუნდა – ჯორდები დაფრინავენ!

როგორც იქნა – მსოფლიოს საუკეთესო ლიგა დაბრუნდა და თან ბოქსინგ დეიზე დაბრუნდა…

ყველაფერი “ბრენტფორდ ქომიუნითიზე” “Hey Jude”-ით დაიწყო და ფუტკრები მრისხანე მეტოქეს ეკვეთნენ. ტომას ფრანკის ნესტარმა დეზები ორჯერ დაჩხვლიტა. ვიტალი იანელტის გოლს მალევე აივან ტოუნიმ დაამატა… BOOM და 2:0. კონტეს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდი არ გატყდა, “ტოტენჰემი” დაბრუნდა – ჰარი კეინი და შემდეგ ემილ ჰოიბიერგი 2:2. დეზებმა ქულები დაკარგეს? – სამატჩო დრამატურგიის გათვალისწინებით, “ბრენტფორდმა” დაკარგა ქულები.

შემდეგი გაჩერება “KING POWER” :

“ლესტერმა” უ-ბო-ბო-ქრეს “ნიუკასლს” უმასპინძლა. UP TO DATE შაგრენის ტყავის ისტორია ხომ გახსოვთ, 2015/16 და 5000/1-ის წინააღმდეგ – ეს, ლესტერშირელი მელიების თავგადასავალია, მაგრამ გუშინ… ედი ჰაუს “ნიუკასლმა” მეტოქე წალეკა.

ბლიც-კრიგი კაჭკაჭურად: ვუდი, ალმირონი, ჟოელინტონი და პირველივე ტაიმში მოპოვებული უდიდესი უპირატესობა. ჯორდები გუგუნებენ! ჯორდები, უბრალოდ ფეერიულ ფეხბურთს თამაშობენ. პარადოქსიდან აქსიომამდე : კალუმ უილსონი და ალეკსანდრ ისაკი გუნდს ვერ ეხმარებოდნენ, ხოლო ალან სენ მაქსიმენი სკამზერ იყო (იდეაში, ძირითადი შემტევი სამეული).

და მიგელ ალმირონი? – პარაგვაული ზღაპრის ნისლიანი აპოთეოზი – მიმდინარე სეზონში გატანილი 9 გოლი და ალაპარაკებული საფეხბურთო სამყარო. რა გინდოდა, ჯეკ? – გასული სეზონის ბოლოს, “მან სიტის” შემტევ, ჯეკ გრილიშს ჟურნალისტმა ჰკითხა: დღეს დიდად ვერ იყოჩაღე, რა ხდებოდა?! იცით, რა უპასუხა: დიახ, დღეს მართლაც მიგელ ალმირონივით ცუდი ვიყავიო… იმ დღიდან მოყოლებული ალმირონში მონსტრმა გაიღვიძა, ჯეკ გრილიში კი…

GUESS WHO’S BACK – HEAVY METAL “ლივერპულურად”. “ვილა პარკული” ვოიაჟი მერსისაიდელებმა 3:1 გამარჯვებით აღნიშნეს.

ტრენტის პასი? – პარალელური სამყაროს, სწორება დედამიწასთან, ტრიველა… რობო… სალაჰი და 0:1. ჰო, ამ ასისტით, რობერტსონი მცველებს შორის პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო გახდა – 54 საგოლე გადაცემა (ლეიტონ ბეინსს გაუსწრო).

შემდეგ კი იყო დარვინ ნუნიესის განიავებული 4 BIG CHANCE, ვირჯილ ვან დაიკის ფეხით გატანილი და სტეფან ბაიცეტიჩის სადებიუტო. 1;2 ზე, ბაიცეტიჩმა : ვენი, ვიდი, ვიციო და მესამეც დააჭედა უნაი ემერის ვილანებს.

ლონდონური დერბი? კი, აპოთეოზად კარგი ვარიანტია.

საპნის ბუშტები არ იყო, რადგან “ემირეითსზე” ვიყავით, თუმცა საიდ ბენრაჰმამ 26-ე წუთზე არტეტას გეგმები საპნის ბუშტივით მოაშთო – “ვესტ ჰემი” წინ გავიდა.

მეორე ტაიმში კი 16 წუთიანი ბლოკადა და “არსენალმა” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა გაიფორმა. ბუკაიო საკა, გაბი მარტინელი და ედი ნკეტია. HERE WE GOO…

“არსენალი” პირველია – 40 ქულით, “ნიუკასლი” მეორე – 33 ქ, “სიტი” – 32ქ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

“ნაპოლიმ” ლობოტკას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ლამმა ბელინგემი და მუსიალა გამოარჩია