in

ვიდეო: ალისონის მოგერიებული პენალტი, მანჩესტერ იუნაიტედის სუპერ პერფორმანსი და მიგელ ალმირონის ჩინებული გოლი – პრემიერ ლიგის შუა ტური

გუშინ, პრემიერ ლიგის შუა კვირის ტურში არაერთი საინტერესო მატჩი გაიმართა.

დასაწყისშივე გეტყვით, რომ “საუთჰემპტონმა” 1:0 დაამარცხა გასვლაზე “ბორნმუთი” და ერთადერთი გოლი ჩე ადამსმა შეაგდო.

ახლა კი ნამდვილი ინტრიგა…

“სიტის” დამარცხების შემდეგ “ლივერპულმა” “ვესტ ჰემს” უმასპინძლა და მორიგი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში – 1:0. ერთადერთი გოლი კი ურუგვაელმა დარვინ ნუნიესმა გაიტანა, რომელიც ჩინებულ ფორმაში შედის და ეს უკვე მისი მესამე პრემიერლიგური გოლი იყო.

ისე როგორ იქნებოდა, რომ ალისონს არ გამოეჩინა თავი? 45-ე წუთზე წითლების კარში პენალტი დაინიშნა და ბრაზილიელმა მეკარემ ჯაროდ ბოუენის დარტყმული მოიგერია.

ალისონს კი 13 პრემიერლიგური პენალტიდან, მხოლოდ 7 აქვს გაშვებული, რაც 54% იან მოგერიებას გულისხმობს, შესაბამისად, მასზე უკეთესი შედეგი არცერთ ისეთ მეკარეს არ აქვს, რომელსაც 10+ პენალტი დაურტყეს.

წითლებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს და უკვე მე-7 საფეხურზე არიან + მატჩი თადარიგში. კლოპის მანქანა ამუშავდა.

“2013 წლის შემდეგ ასეთი მანჩესტერი არ გვინახავს” – ასეთ კომენტარებსაც წააწყდებოდით გუშინდელი მატჩის შემდეგ. “ემიუმ” კონტეს “ტოტენჰემს” უმასპინძლა და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

ერთი ფრედმა შეაგდო მეორე კი ბრუნომ. საერთოდ, ფრედი გუშინდელ მატჩში იყო, უბრალოდ ბრწყინვალე, მოთამაშე, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა და ვინ იცის, კარიერის საუკეთესო მატჩიც ჩაატარა.

რონალდუს თვითნებურად გასახდელში წასვლის ამბავიც ვიცით და ამაზე უკვე ვისაუბრეთ.

ჰო, ბრუნო ფერნანდეშმა კი 9 საგოლე შანსი შექმნა, რითაც საკუთარ შედეგს მიუახლოვდა – სექტემბრის თვეში მან “ასტონ ვილას” 10 საგოლე მომენტი შეუქმნა.

ლონდონურ დერბიში კი “ჩელსი” “ბრენტფორდ ქომიუნითი სთეიდიუმს” ეწვია და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

“ნიუკასლისა” და “ევერტონის” მატჩი კი მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა და ერთადერთი გოლი მიგელ ალმირონის ანგარიშზეა, მაგრამ გოლიც არის და გოლიც…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს: სუპერლიგა მაინც იქნებაო

ტიერი ანრისა და პატრის ევრას ძალზე საინტერესო დიალოგი მარკუს რაშფორდის განიავებულ მომენტზე