in ,

მარტო ნიჭიერი ქართველი არ ეყოფა: ნაპოლის შეტევა მისახედი აქვს

იტალიის ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდ კვირაც არ რჩება. წლევანდელ სერია ა-ს მოუთმელად ველოდებით და ერთი სული გვაქვს ხვიჩა კვარაცხელია ვნახოთ დიდი გუნდის მაისურით დიდი გუნდების წინააღმდეგ.
გუნდები ჯერ ემზადებიან და საკონტროლო მატჩებს მართავენ, ჩვენიანიც მშვენივრად გამოიყურება. ამას მთავარი მწრთნელი ლუჩანო სპალეტიც ამბობს: Calcio in Pillole-ის სპალეტის კომენტარები უწერია რამდენიმე ფეხბურთელზე და იტალიელი სპეციალისტი ხვიჩაზე ამბობს: „კვარამ ყველა ამხანაგურ მატჩში კარგად ითამაშა, ზოგიერთ სიტუაციაში არ გაუმართლა, მაგრამ მაინც კარგად გამოვიდა. გვიჩვენებს საკუთარ ინტუიციას, შეუძლია მეტოქეს გაექცეს კლასით. გოლის გატანაც ეხერხება“.

ამავე იტალიურმა გამოცემამ “ნაპოლის” შესახებ მცირე წერილი გამოაქვეყნა და შეტევის ხაზის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

ყველზე მეტად ჯოვანი სიმეონეზე წერენ, რომლის დამატებას ნეაპოლელები ალბათ ვერ შეძლებენ. “ვერონას” თავდამსხმელი დორტმუნდის „ბორუსიას“ მოუნდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გერმანული გუნდის ახალწვეული სებასტიან ალე ავად არის და მას შემცვლელი სჭირდება,.

„ერთ-ერთი, რისი გამოსწორება ნეაპოლიტანურ კლუბს სურს, რა თქმა უნდა, შეტევაა. ინსინიესა და მერტენსის გამომშვიდობება მხოლოდ ნაწილობრივ შეივსო ქართველი ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლით, მაგრამ ლოსანოს, პოლიტანოს, უნასისა და პეტანიას პოზიციები კლუბს აიძულებს კიდევ გადადგას ნაბიჯები.
მით უმეტეს ისეთი ფეხბურთელის მოსაძებნად, რომელიც ვიქტორ ოსიმენის შეუწყვილდება. ყველაზე შესაფერისი პროფილი გამოვლინდა ჯოვანი სიმეონეში. „ვერონას“ არგენტინელი თავდამსხმელი ბოლო კვირებში ძალიან ახლოს ჩანდა ლურჯი მაისურის მორგებასთან, მაგრამ „ნაპოლის“ ლოდინმა განაპირობა დორტმუნდის „ბორუსიას“ შემოსვლა ამ ტრანსფერში. გერმანულ კლუბს პრობლემა არ ექნება „ვერონას“ მიმართოს და ჩოლიტო ბუნდესლიგაში წაიყვანოს. ეს კი ცუდი ამბავია „ნაპოლისთვის“, – წერს Calcio in Pillole.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

4 დღე პრემიერლიგის დაწყებამდე: ვინ არის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი

ბრიტანულ ტელევიზიაში ქალთა ფინალი ყველაზე ნახვადი მოვლენა გახდა