in

385 წუთში, 23 000 საათში, 550 ათასი დღეში – რონალდოს ხელფასი ცნობილია: ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამ

კრიშტიანო რონალდომ საწადელს ვერ მიაღწია და ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ვერცერთ ევროპულ კლუბში ვერ მივიდა. მიუხედავად ამისა, ის კიდევ ერთი ნიშნით ჩაიწერება ისტორიაში.

საუდის არაბეთის „ალ ნასრი“ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს აქამდე არნახულ ხელფასს თავაზობს.

ცნობილმა იტალიელმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ თქვა, რომ რონალდო ახალ გუნდში ხელფასად წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი ჯამაგირი ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს. ხოლო კრიშტიანოს ხელფასი რომ დავაწვრილმანოთ, მივიღებთ, რომ 200 მილიონი წლიურად არის – 16.6 მილიონი თვეში, 3.8 მილიონი კვირაში, 550 000 ევრო დღეში, 23 000 საათში, 385 ევრო წუთში და 6.4 ევრო წამში.

საუდეთის „ალ ნასრიმ“ რონალდოსთან კონტრაქტის თაობაზე 30 დეკემბერს გამოაცხადა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მერაბ დვალიშვილს 10-ჯერ ვჯობივარ: ჰენრი სეხუდო

კვარაცხელიას ნაპოლის თამაშზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც რონალდოს ჰქონდა ინტერზე