in

რონალდოს გარეშე ალ ნასრმა მესის გუნდი დაშალა: გოლი ცენტრიდან

„ალ ნასრმა“ გაანადგურა „ინტერ მაიამი“ ამხანაგურ მატჩში – 6:0.

კრიშტიანო რონალდოს არ უთამაშია ტრავმის გამო. ლეო მესი თავიდან არ შეუყვანიათ განაცხადში, თუმცა შემდეგ სათადარიგოებს დაამატეს. არგენტინელი 83-ე წუთზე შევიდა.
ამერიკულ გუნდში ითამაშეს ალბამ, ბუსკეტსმა, სუარესმაც.

„ალ ნასრი“ მე-12 წუთისთვის უკვე 3:0-ს იგებდა, როდესაც „სიტის“ ყოფილმა მცველმა ემერიკ ლაპორტმა საკუთარი საჯარიმოდან არნახული გოლი გაიტანა.

როდესაც ეს მატჩი დაიგეგმა, ითქვა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ორი გიგანტის ბოლო შეხვედრა მოედანზე. სამწუხაროდ, არ გამოვიდა, აი მინდორს მიღმა ხასიათი განსხვევბული იყო.

ალ ნასრი – ინტერ მაიამი 6:0 (3:0)
Kingdom Arena
1:0 – 3 ოტავიო, 2:0 – 10 ტალისკა, 3:0 – 12 ლაპორტი, 4:0 – 51, ტალისკა, პენ, 5:0 – 68 მარანი, 6:0 – 73 ტალისკა.

„ინტერმა“ რამდენიმე დღის წინ საუდეთის კიდევ ერთი გუნდისთან, „ალ ჰილალთან“ წააგო 3:4.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო ტურის სიმბოლურშია

მესი vs რონალდო: ტოპ მატჩების რეიტინგი