in

ცნობილი გახდა მესის ხელფასი მაიამიში: ის რონალდოს ფულს ბევრად ჩამოუვარდება

„ინტერ მაიამის“ თანამფლობელი, მილიარდერი ხორხე მასი გამოტყდა რამდენს მიიღებს ლეო მესი ახალ კლუბში.

მისი თქმით, 36 წლის ფეხბურთელის შემოსავალი „წელიწადში 50-დან 60 მილიონამდე იქნება“.

ეს თანხა საგრძნობლად ჩამოუვარდება იმას, რასაც „ალ ნასრიში“ იღებს კრიშტიანო რონალდო. რამდენადაც ცნობილია, პორტუგალიელი საუდის არაბეთში დაახლოებით 200 მლნ ევროს შოულობს წელიწადში.

აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: არგენტინელი მიიღებს საკმაო ფულს სხვადასხვა ბრენდებთან პირადი კონტრაქტებიდან . ასევე მისია პროცენტი (არ სახელდება რამდენი) Apple Live Pass-ის შემოსავლებიდან, რომელიც MLS-ის მატჩებს აჩვენებს. ლიგა ტელეაუდიტორიის მკვეთრ ზრდას ვარაუდობს.

„ამაზე სამი წელიწადი დავხარჯე. ბევრი საუბარი მქონდა მამამისთან. დევიდი ლეოს ელაპარაკებოდა, მაგრამ მარტო საფეხბურთო საკითხებზე. ყველაფერი მაისის ბოლოს დასრულდა. ჩვენ ვსაუბრობდით ბარსელონაში, მაიამიში, როსარიოში, დოჰაში…. მთელი მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში გავატარე. გარიგების დასრულებისთვის Apple-სთან კონტრაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ხორხე მასმა.

წელს MLS-მა 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა Apple-თან ლიგის მატჩების ტრანსლირებაზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფარაონი რონალდო: უკვე ყელშია, მტვერში ვართ, ქუჩა გადაკეტილია – მეზობლები კრიშტიანოს სასახლის მშენებლობას აპროტესტებენ

დღეს უიმბლდონი იწყება: საპრიზო ფონდი სარეკორდოა – ვინ არიან ფავორიტები?