in

ფარაონი რონალდო: უკვე ყელშია, მტვერში ვართ, ქუჩა გადაკეტილია – მეზობლები კრიშტიანოს სასახლის მშენებლობას აპროტესტებენ

კრიშტიანო რონალდოს მეზობლები უკმაყოფილო არიან ფეხბურთელის სასახლის მშენებლობის გამო.

მდიდრული სახლი პორტუგალიაში, კაშკაიშის გარეუბანში, კინტა და მარინიაში შენდება. ის ივლისისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვადებმა გადაიწია.

გარდა ამისა, გაიზარდა ბიუჯეტიც: თავდაპირველად მშენებლობა 21 მლნ ევროდ შეფასდა, ახლა საუბარი 25 მილიონზეა.

„კიდევ მინიმუმ ერთი წელიწადია საჭირო. უკვე ყელში გვაქვს. სამი წელია მშენებლობა მიმდინარეობს. სახლი ისეთი დიდია, რომ საავადმყოფოს ჰგავს. ჩემი ქუჩა უკვე რამდენიმე თვეა გადაკეტილია, ჩემი ბაღი მტვრითაა სავსე. ყველაფერი ფარაონ რონალდოს „პირამიდის“ გამო“, – თქვა ერთ-ერთმა მეზობელმა.

მეზობლები იმასაც ჩივიან, რომ განმარტოება არ შეუძლიათ, რადგან რონალდოს სახლის ფანჯრებიდან სხვისი საცხოვრებლებიც ჩანს.

აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელს სურდა მის სახლთან მდებარე ნაკვეთი ეყიდა გოლფის მოედნისთვის, მაგრამ სასტუმრომ არ მიჰყიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მარკამ კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულში შეიყვანა, პირველი ჰოლანდია

ცნობილი გახდა მესის ხელფასი მაიამიში: ის რონალდოს ფულს ბევრად ჩამოუვარდება