in ,

მარკამ კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულში შეიყვანა, პირველი ჰოლანდია

Marca-მა 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა.
საუკეთესოდ მიიჩნიეს „სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც მესისაც აჯობა.

ათეულში აღმოჩნდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც გასულ სეზონში სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, თუმცა მას თანაკლუბელმა გაუსწრო.

ტოპ-10 ფეხბურთელი Marca-ის ვერსიით:

  1. ერლინგ ჰოლანდი („სიტი“)
  2. ლიონელ მესი (პსჟ)
  3. ვინისიუსი („რეალი“)
  4. კილიან მბაპე (პსჟ)
  5. კევინ დე ბრუინი („სიტი“)
  6. როდრი („სიტი“)
  7. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“)
  8. ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“)
  9. ილქაი გიუნდოგანი („სიტი“)
  10. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)

რეიტინგი დგება ჟურნალისტების, ყოფილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების, ასევე Marca-ის საიტის მომხმარებლების აზრის საფუძველზე.

წინა სეზონის გამარჯვებული ქარიმ ბენზემა იყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპულმა ისტორიაში სიძვირით მესამე ტრანსფერი დადო

ფარაონი რონალდო: უკვე ყელშია, მტვერში ვართ, ქუჩა გადაკეტილია – მეზობლები კრიშტიანოს სასახლის მშენებლობას აპროტესტებენ