მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე უკვე ცნობილია. გასარკვევი იყო რამდენიმე გუნდი და ამ ზაფხულს ყველაფერი დალაგდა: უელსმა, ავსტრალიამ და კოსტა რიკამ საბოლოოდ დააკომპლექტეს მუნდიალის მონაწილეები. შესაბამისად შეივსო ყველა 8 ჯგუფი.
ჯგუფი A: ყატარი, ეკვადორი, სენეგალი, ნიდერლანდები.
ჯგუფი B: ინგლისი, ირანი, აშშ, უელსი.
ჯგუფი C: არგენტინა, საუდის არაბეთი, მექსიკა, პოლონეთი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ჯგუფი D: საფრანგეთი, ავსტრალია, დანია, ტუნისი.
ჯგუფი Е: ესპანეთი, კოსტა რიკა, გერმანია, იაპონია.
ჯგუფი F: ბელგია, კანადა, მაროკო, ხორვატია.
ჯგუფი G: ბრაზილია, სერბეთი, შვეიცარია, კამერუნი.
ჯგუფი H: პორტუგალია, განა, ურუგვაი, სამხრეთ კორეა.
მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე გაიმართება.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/eight-groups-qatar-2022-besoccer-1024x576.png)
GIPHY App Key not set. Please check settings