ჩემპიონატი ძალიან ყოჩაღად კი დაიწყო, მაგრამ მერე ყმუილის უნარი დაკარგა და შედეგად “ვოლფსბურგმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვან ბომელი დაითხოვა. “მგლებს” ძალიან ცუდი შედეგები აქვთ, ბოლო 4 თამაშია აგებს. სმაგიეროდ ამ სეოზნის აღმოჩენაა “ფრაიბურგი”, რომელიც მე-3 ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ბაიერნს”. ფრაიბურგელებს ჯერ ერთხელაც არ წაუგიათ. ვნახოთ რამდენ ხანს გაგრძელდება მოკრძალებული კლუბის ზეობა.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/fcb-hof-08-ima-051019-1634935082533-1024x576.jpg)
„ბაიერნს“ ზედიზედ 3 მოგება აქვს საერთო სხვაობით 13:1.
“ბაიერნს” 9 ტურში 33 გოლი აქვს გატანილი, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ლევანდოვსკის 17 გოლი დაუგროვდა სეზონის 13 მატჩში. მან ჰაალანდს გადაასწრო. ნორვეგიელს ტრავმის გამო არ უთამაშია.
ლევანდოვსკის ყველაზე მეტი, 18 გოლი მეკარე ბაუმანისთვის აქვს გატანილი.
“ვოლფსბურგმა” ბოლო 9 წელიწადში პირველად წააგო ზედიზედ 3 მატჩი.
“ფიურტმა” ზეზიზედ 7 წააგო.
“ლაიპციგელმა” ემილ ფორსბერგმა 30-ე დაბადების დღეზე ბუნდესლიგაში 30-ე გოლი გაიტანა.
“ფრაიბურგის” 19 ქულა 9 ტურში ახალი რეკორდია ამ გუნდისთვის.
“ბაიერი” სტუმრად 5 მატჩია არ მარცხდება.
ლევერკუზენელებს 11 ქულა აქვთ გასვლაზე აღებული და ამ მაჩვენებლით ამ სეზონში საუკეთესო შედეგი აქვთ.
მათს ჰუმელსმა ბუნდესლიგის ზედიზედ მე-14 სეზონში გაიტანა გოლი.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/3241762-66352508-2560-1440-1024x576.jpg)
ბუნდესლიგა – IX ტური
მაინცი – აუგსბურგი 4:1
ვოლფსბურგი – ფრაიბურგი 0:2
ლაიპციგი – ფიურტი 4:1
ბაიერნი – ჰოფენჰაიმი 4:0
არმინია – დორტმუნდი 1:3
ჰერტა – გლადბახი 1:0
კიოლნი – ლევერკუზენი 2:2
შტუტგარტი – უნიონი 1:1
ბოხუმი – აინტრახტი 2:0
GIPHY App Key not set. Please check settings