in ,

გაგდებული მწვრთნელები, ორივე ფრე და ზლატან აქეთ, ზლატან იქით – IX ტური

იტალიაში ტური ორი სუპერ დაპირისპირებით დაიხურა და ორივე ფრედ დასრულდა. მოურინიოს “რომამ” პირველი ქულები დააკარგვინა ლიდერ “ნაპოლის”, რის გამოც ახლა ნეაპოლელები პირველ ადგილს “მილანთან” ერთად იყოფენ. არბიტრმა გააუქმა “ნაპოლის” ოსიმენის გოლი, ხოლო ორივე გუნდის მწვრთნელი გააგდო.
ხოლო ბოლოს იტალის დერბი გაიმართა, რომელშიც “იუვენტუსი” მატჩის მიწურულს დაუსხლტა წაგებას – დიბალამ 89-ე წუთზე გაიტანა პენალტი და “იუვეს” ბოლო მატჩების წაუგებელ ისერია გაგრძელდა.

მართალია, ეს ორი თამაში იწვევდა განსაკუთრებულ ყურადღებას, მაგრამ “მილანზეც” უნდა ვთქვათ. “ბოლონიას” 2 კაცი გაუგდეს და რაღა ექნა.
„მილანმა“ კინაღამ დაკარგა მოგება, 84-ე წუთამდე 2:2 იყო.

პიოლი: „მილანი“ შეცდა, როდესაც გადაწყვიტა, რომ თამაში 2:0-ზე დასრულდა, მაგრამ გამონახა ძალები, რომ მოეგო“.

40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერაში 957 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 565 გოლი გაიტანა, “ბოლონიასთან” კი ავტოგოლი შეაგდოი, რაც პირველია მის მდიდარ კარიერაში.
სამაგიეროდ, ზლატანმა მეტოქის კარშიც გაიტანა (90-ე წთ) და საგოლე პასიც გააკეთა.

ის მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მოახერხა სერია ა-ში 40 წელს გადაცილებულს გაეტანა. აქამდე ეს გაუკეთებიათ სილვიო პიოლას, პეტრო ვერხოვოდს და ალესანდრო კოსტაკურტას.
ამასთან, ზლატანი ფრანჩესკო ტოტის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც სერია ა-ში საგოლე პასი გააკეთა 40 წლის ასაკს მიღმა.

„ვერონას“ ფორვარდმა ჯოვანი სიმეონემ, „ატლეტიკოს“ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ვაჟმა, 4 გოლი გაუტანა „ლაციოს“.

სერია ა – IX ტური

ტორინო – ჯენოა 3:2
სამპდორია – სპეცია 2:1
სალერნიტანა – ემპოლი 2:4
სასუოლო – ვენეცია 3:1
ბოლონია – მილანი 2:4
ატალანტა – უდინეზე 1:1
ფიორენტინა – კალიარი 3:0
ვერონა – ლაციო 4:1
რომა – ნაპოლი 0:0
ინტერი – იუვენტუსი 1:1

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

30-ე 30-ზე: მგლებს ყმუილი დაავიწყდათ – IX ტური

შანსი ბორჯღალოსნებს? ერთა ლიგა კვლავ აქტუალურია