in

20 წლის ქართველი ფეხბურთელი დენ ბოსხში გადავიდა, უკვე ათამაშეს კიდეც

ნიდერლანდების პირველ დივიზიონში (რანგით მეორე ლიგა) მოთამაშე „დენ ბოსხმა“ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი შალვა ოგბაიძე წარადგინა.

20 წლის ქართველი ბოლოს ბერლინის „ვიქტორიაში“ თამაშობდა. კონტრაქტი დაუმთავრდა და ახალ გუნდში თავისუფალ აგენტად გადავიდა. ის შემტევი ნახევარმცველია და გერმანიაში 2017 წლიდან თამაშობს. მანამდე „მაგდებურგისა“ და ბერლინის „დინამოს“ აკადემიაში ვარჯიშობდა.
„ვიქტორიაში“ კი ბოლო სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ. ბერლინიდან „დენ ბოშში“ გადასვლა გამიხარდა, საინტერესო კლუბში მოვხვდი. მინდა გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო. „დენ ბოში“ და ნიდერლანდების პირველი დივიზიონი ჩემთვის განვითარების დიდი შესაძლებლობაა “, – ამბობს შალვა ოგბაიძე.

ქართველმა ფეხბურთელმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მოხდა შაკოს წარდგენა, მაისურის გადაცემა და ჩაიწერა პირველი ინტერვიუ.

აღსანიშნავია, რომ ოგბაიძემ უკვე მიიღო მონაწილეობა ახალი გუნდის შემადგენლობაში სატესტო მატჩში პირველი ლიგის “SBV “ექსელსიორთან” (3:3). ჩვენიანმა სრული 90 წუთი დაჰყო მოედანზე და კარგად გამოიყურებოდა.

სხვათა შორის „დენ ბოსხის“ პრეზიდენტი და მფლობელი ცოტა ხნის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას ვაჟი, კახი ჟორდანია გახლდათ.

„დენ ბოსხის“ მწვრთნელი გახლავთ 38 წლის პოლონელი ტომაშ კაჩმარეკი, რომელიც გუნდში სულ რაღაც ორი თვეა მუშაობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნებმა მსოფლიოსთვის მზადება დაიწყეს: საქართველოს ამბიციური გეგმა აქვს

მიქაუტაძე გაძვირდა: გიორგის 4 მილიონი მოემატა და 10 მილიონი გახდა – კიდევ ვის მოემატა ფასი