in

აშშ Vs ნიდერლანდები და სენეგალი Vs ინგლისი

გუშინ, მუნდიალზე მესამე ტურის მატჩები დაიწყო და საქმეში A და B ჯგუფები ვიხილეთ.

19:00-ზე გამართულ მატჩებში სენეგალმა ეკვადორი 2:1 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა, ხოლო ნიდერლანდებმა, მანსპინძელი კატარის ბარიერი უპრობლემოდ დასძლია და 2:0 გაიმარჯვა.

  1. ნიდერლანდები 7ქ
  2. სენეგალი 6ქ
  3. ეკვადორი 4ქ
  4. კატარი 0ქ

რაც შეეხება საღამოს სესიას: ირანისა და აშშ-ს მატჩი არც ისეთი სისხლისმღვრელი აღმოჩნდა, როგორი მოლოდინიც იყო. მთლიანობაში აშშ-მ 1:0 გაიმარჯვა და ერთადერთი ბურთი პულისიჩის ანგარიშზეა.

მეორე მატჩში კი ინგლისმა უელსს 3:0 გადაურბინა. მარკუს რაშფორდის დუბლს შუალედში ფილ ფოდენი გამოეხმაურა, რომელმაც პირველად ითამაშა ამ მსოფლიოზე და გოლიც გაიტანა. ჰო, საუთგეითმა გუშინ ტრენტ-ალექსანდერ არნოლდიც ათამაშა და ჯამში ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად იმარჯვა, უელსმა კი ძალზე უსახური გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.

  1. ინგლისი 7ქ
  2. აშშ 5ქ
  3. ირანი 3ქ
  4. უელსი 1ქ

რაც შეეხება 1/8 ფინალურ წყვილებს: სენეგალი – ინგლისი / ნიდერლანდები – აშშ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის 18 ქულა და ტენერიფეს დამაჯერებელი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

ტრანსფერმარკეტმა გოჩოლეიშვილის სატრანსფერო თანხა გამოამჟღავნა