in ,

1 წუთი რეკორდამდე: მამარდაშვილის ორი მაგარი სეივი და ფრე რაიო ვალეკანოსთან

გიორგი მამარდაშვილის ხანგრძლივი მშრალი სერია შეწყდა. მამარდაშვილს 20 თებერვლის შემდეგ, საკუთარ კარში ბურთი არ ჰქონდა მიღებული და დღესაც ახლოს იყო მიზანთან, ორი ბრწყინვალე სეივიც განახორციელა, მაგრამ მატჩის მიწურულს მაინც გაუშვა.

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში “ვალენსია” გასვლით შეხვედრაში “რაიო ვალეკანოს” დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა 1:1.

მატჩის პირველი ნახევარი დიდად სანახაობრივი არ გამოვიდა. პრინციპში ეს გასაკვირიც არ ყოფილა, რადგან ბორდალასის ფორმაციის “ვალენსია” მუდმივას ასეთ მძიმე, ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს. პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი გონსალო გედეშს ჰქონდა, მაგრამ მისი შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი დიმიტრიევსკის პირდაპირ ხელებში მიუვიდა.

მატჩის 28-ე წუთზე კი, მასპინძლებს გატანის 100 %-იანი მომენტი ჰქონდათ. ისი პალაზონის დარტყმის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა ძალიან მაგარი სეივი შემოგვთავაზა და თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. პალაზონის დარტყმის შემდეგ მცირე რიკოშეტსაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ქართველმა მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა.

მეორე ნახევარი პირველისგან განსხვავებით გაცილებით სანახაობრივი გამოვიდა. შეხვედრაში ანგარიში 57-ე წუთზე გაიხსნა. ბორდალასის გუნდი კარლოს სოლერმა დააწინაურა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეათე გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში მამარდაშვილს კიდევ ორი სეივი ჰქონდა და ორივე ეპიზოდში პალაზონის აჯობა, თუმცა 84-ე წუთზე მაინც გაუშვა. “ვალენსიას” კარი სერხი გუარდიოლამ აიღო.

ერთ მომენტში გიორგიმ დასწრებაზე ერთი-ერთზე გასუ₾ პატე სისის აჯობა. მამარდაშვილმა კარი ნაადრევად დატოვა და “რაიოს” შემტევს არ დაარტყმევინა.

21 წლის ქართველ მეკარეს ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდამდე ერთი წუთი დააკლდა. მამარდაშვილი კლაუდიო ბრავოს რეკორდს გააუმჯობესებდა, რომელსაც მისთვის ლა ლიგის სადებიუტო სეზონში 561 წუთი არ ჰქონდა გოლი გაშვებული.

საბოლოოდ ფრე 1:1. “ვალენსიას” სატურნირო ცხრილში 42 ქულა მოუგროვდა და მეცხრე ადგილზეა.

მომდევნო მატჩს “ღამურები” 16 აპრილს “ოსასუნას” წინააღმდეგ გამართავენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძისთვის სეზონი დასრულდა: სეზონში საშუალოდ 7 ქულა ჰქონდა

ისის კოშმარები დაესიზმრებოდა და ამის მიზეზი მამარდაშვილია: გიორგიმ მას ორი საოცარი ბურთი აუღო – ესპანური მედია