in

007 – რუსებმა ლარსონს დასცინეს: სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…

25 წლის შვედმა თავდამსხმელმა ჯორდან ლარსონმა (ჰენრიკ ლარსონის შვილი) განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსეთში დაბრუნება არ სურდა და მოსკოვის “სპარტაკთან” შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა.

“ჯორდან ლარსონი, აგენტი 007. გასულ სეზონში 0 გოლი, 0 საგოლე გადაცემა, 7 ინტერვიუ. მადლობა დატვირთული სეზონისთვის, აგენტო №007-ო!”- ასე დასცინეს შვედს გამხნევებისა და გაწეული სამუშაოსათვის მადლობის გადახდის ნაცვლად.

“სპარტაკმა” ლარსონი 2019 წლის აგვისტოში 4 მილიონ ევროდ შეიძინა
და 87 მატჩში 27 გოლს 9 საგოლე გადაცემა დაუმატა, აპრილში კი იჯარით “აიკ”-ში გადავიდა, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა.

ლარსონს, “სპარტაკის” ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეი ჩერვიჩენკომ და ყოფილმა ფეხბურთელმა, ანზორ კავაზაშვილმა მიაყენეს შეურაცხყოფა.

ჩერვიჩენკო: “საძაგელი. მე მისი სიფათი არასოდეს არ მომწონდა. ეს მხოლოდ ფინანსური დანაკარგია. ცოტა ჭკვიანურად რომ მოვქცეულიყავით, ეს საზიზღარი 10 მილიონად უნდა გაგვეშვა და პანღურიც ამოგვერტყა. შედეგად – არც ფული და არც ფეხბურთელი”.

კავაზაშვილი: “მადლობა ღმერთს, რუსულ ფეხბურთში ერთით ნაკლები ნაძირალა იქნება. ის “სპარტაკს” უკანალს უნდა ულოკავდეს იმის გამო, რომ საშუალო დონის ფეხბურთელს ამდენი წელი ძირითად შემადგენლობაში თამაშის და ძალიან დიდი ფულის გამომუშავების საშუალებას აძლევდნენ”.

ანზორ კავაზაშვილი წვიმის კაცის პოზაში არაერთგზის წარმსდგარა და გასაკვირი არაფერია. ეკითხებიან თუარა გესლის ნთხევა მისი საყვარელი საქმიანობაა, მაგრამ წვიმის კაცს იმიტომ მოგაგონებს, რომ საღი აზროვნებისაგან ზედმეტად შორსაა…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ-მ შევარდენს გამოუძახა, რათ მტრედები დააფრთხოს

პრესამ სორიანოს სიტყვები დაამახინჯა: რეალს პსჟ-თან, ჩელსისთან, სიტისთან და ლივერპულთან ძალიან გაუმართლა- მაგრამ სიტის დირექტორს ამით არ დაუსრულებია…