in ,

რატომ აირჩია გიორგი ჯიქიამ რუსეთი და არა საქართველო

რუსულ სპორტულ ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ეროვნებით ქართველმა ფეხბურთელა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გაკეთებულ არჩევანზე კომენტარი გააკეთა.

გიორგი ჯიქიას თქმით, საქართველოს ნაკრებში მის დამატებასთან დაკავშირებით ლევან კობიაშვილიც იყო ჩართული და მას მოქალეობასაც გამარტივებული წესით მისცემდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაშით “ამკარში” პრობლემები შეექმნებოდა.

“როდესაც პატარა ბიჭი ხარ და რუსეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში თამაშობ, დიდ დაინტერესებას ვერ გამოიწვევ, მით უმეტეს, როდესაც აქ ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. თან საქართველოს ნაკრებში რომ მეთამაშა, ჩემი მისამართით არც “სპარტაკი” დაინტერესდობოდა და “ამკარშიც” გარკვეულ პრობლემებს შემიქმნიდნენ. დღეს კი, რუსეთის ნაკრებში ვთამაშობ და მოსკოვის “სპარტაკის” კაპიტანი ვარ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ნამდვილად იყო შემოთავაზება და ჯანო ანანიძეც მესაუბრა ამ თემაზე, მაგრამ მე ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი მომავლისთვის და არ ვნანობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ნაკრების არჩევის შემთხვევაში კლუბში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შემქმნოდა”, – ამბობს გიორგი ჯიქია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს! სფფ-ს დაარსებიდან 31 წელი გავიდა

ილიას ზუროსი: ფრენკამპს მაღალ კლასთან ერთად, ძლიერი მენტალობაც გააჩნია: საქართველო ესპანეთზე კარგია