in ,

სიტის ჯანოს ყიდვა უნდოდა, მაგრამ სპარტაკი მის გაყიდვას არც განიხილავდა: რუსი აგენტი

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილი ფეხბურთელის, ერთ დროს პერსპექტიულ და იმედისმომცემ ქართველ ფეხბურთელზე, ჯანო ანანიძეზე რუსეთში ისევ გული შესტკივათ. რუსები, როგორც ქართველები, დღემდე მიიჩნევენ, რომ ჯანო ანანიძეს გაცილებით დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლო.

რუსი საფეხბურთო აგენტი ალან პრუდნიკოვი რუსულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით ინგლისური ფეხბურთის გრანდი “მანჩესტერ სიტი” იყო დაინტერესებული.

“ჯანოს 14 წლიდან ვაკვირდები. მას თავიდანვე დიდი ტალანტი ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელის შეძენით “მანჩესტერ სიტი” მაშინ იყო დაინტერესბული, როდესაც ჯანოს “სპარტაკში” კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა. სამწუხაროდ, მაშინ კლუბში მის გაყიდვას არ განიხილავდნენ, შემდეგ კი, ჯანოს უიღბლობა და ტრავმები დაიწყო. სამწუხაროა, რადგან ჯანოს მოედნის კარგი ხედვა და ნათელი გონება აქვს, რომელიც ევროპულ ფეხბურთში კარგი იქნებოდა”, – თქვა პრუდნიკოვმა.

ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკში 11 წელი გაატარა. “სპარტაკის” გარდა, იგი “როსტოვში”, “კრილია სოვეტოვში” და “ანორთოსისში” თამაშობდა, ამჟამად კი, თბილისის “დინამოშია”.

28 წლის ანანიძეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 45 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 გოლი გატანილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანელი ჟურნალისტი: მამარდაშვილი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და სწავლობს

დავით მუჯირი: სანიოლმა დასაწყისში გულშემატკივარს ოპტიმიზმის საშუალება მისცა – მისთვის გადამწყვეტი ერთა ლიგა იქნება