in ,

ესპანელი ჟურნალისტი: მამარდაშვილი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და სწავლობს

ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, რომელშიც “სევილიამ” შინ “ვალენსია” 3:1 დაამარცხა, ქართველმა მეკარემ უიღბლო მატჩი ჩაატარა. გიორგი მამარდაშვილი ძალიან არადამაჯერებელი იყო. მეორე გოლი კი, საერთოდ კურიოზულ ვითარებაში გაუშვა.

ვალენსიამ წლის აბსურდული გოლი გაუშვა: მეორე გოლი სევილიას მამარდაშვილმა აჩუქა – Marca

ამ თამაშის შემდეგ, ესპანურ მედიაში არაერთი სტატია დაიწერა, რომ ბორდალასმა ცვლილებებს უნდა მიმართოთ და კარში ისევ იასპერ სილესენი უნდა დააბრუნოს.

სილესენის დაბრუნების დროა –მარკა

Deportivovalenciano-ს ჟურნალისტი ტონი ერნანდესი კი წერს, რომ მამარდაშვილი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და მას ბორდალასი ბოლომდე უნდა ენდოს.

„რა თქმა უნდა, გიორგიმ შეცდომები დაუშვა და მშვენიერი ნახტომებიც გააკეთა. 6 თამაშში ჩვენ ყველაფერი ვნახეთ, მაგრამ როდესაც ამხელა რისკზე მიდიხარ, უნდა იცოდე, რომ რაღაცები შეიძლება მოხდეს. თუკი ერთ დღეს მამარდაშვილი დიდი მეკარე გახდება, ის ალბათ შეძლებს ამ რყევების დაძლევას.

სოციალური ქსელები აივსო შეფასებებით და მოთხოვნებით, რომ კარში დაუყოვნებლივ სილესენი დადგეს. ეს ისეთივე დაჟინებით ხდებოდა, როგორითაც მხოლოდ ერთი თვის წინ ითხოვდნენ ნიდერლანდელის გუნდიდან გაშვებას. ეს ბიჭი კი 20 წლისაა, სწავლობს, დიახ, სწავლობს“, – წერს ჟურნალისტი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეიცვლება ვალენსია? მამარდაშვილის გუნდი და მისი აღორძინება ძველ ვიცე-პრეზიდენტს მოუნდა

სიტის ჯანოს ყიდვა უნდოდა, მაგრამ სპარტაკი მის გაყიდვას არც განიხილავდა: რუსი აგენტი