in ,

0:0 და მაინც გახარებულები – XXIII ტური

ტურის ბოლო მატჩი კლასიკა – „მილანი“-„იუვენტუსი“ იყო და სხვა ვერც იქნებოდა ამაზე გამორჩეული, მაგრამ თავად ეს თამაში ვერ გამოვიდა გამორჩეული. უგოლო 0:0 ყველაფერზე მეტყველებს (ამ გუნდებმა სეზონში ორივე მატჩი ფრედ ითამაშეს). მაგრამ ეს ხომ იტალიაა – ტაქტიკა, შედეგი და სამწუხაროდ, მთავარი პეწის, გოლების ნაკლებობა.

ასევე 0:0 დაასრულა ზედიზედ მეორე თამაში „ატალანტამ“. მართალია ურთულეს მეტოქეებთან, ჯერ „ინტერთან“ და ახლა სტუმრად „ლაციოსთან“, მაგრამ ამდენი 0:0 მაინც ვერ არის კარგი ამბავი.

ძალიან გაუჭირდა ლიდერ „ინტერს“. გამარჯვების გოლი სულ ბოლო წუთზე ჯეკომ გაიტანა და აკი თავად მატჩის შემდეგ „ვენეციასთან“ შეხვედრას ამ სეზონში ერთ-ერთი ურთულესი უწოდა.
არანაკლები სირთულე „ინტერს“ მომდევნი ტურში ელოდება, როდესაც დერბი აქვს თანაქალაქელ „მილანთან“.
მათ შორის სხვაობა ამ ეტაპზე 4 ქულაა („ინტერს“ თამაშიც აქვს თადარიგში).

„ინტერი“ ჩემპიონატში 14 მატჩია არ აგებს – 11 მოგება და 3 ფრე.

გასპერინი: „არ შეიმიძლია „ლაციოსთან“ ფრე არ გამიხარდეს“.

ალეგრი კმაყოფილია „მილანთან“ 0:0-ით: „იუვეს“ რომ წაეგო, ჩამორჩენა 10 ქულა იქნებოდა“.

მოურინიო: „5:0 რომ დავწინაურებულიყავით, ხალხი ტელევიზორს გამორთავდა. ჩვენ აუდიტორია შევინარჩუნეთ“.

„რომას“ აბრაჰამმა 10 გოლი გაიტანა სერია ა-ში. ეს ინგლისელებისთვის რეკორდია 3-ქულიან ეპოქაში.

სერია ა – XXIII ტური

ვერონა – ბოლონია 2:1
ჯენოა – უდინეზე 0:0
ინტერი – ვენეცია 2:1
ლაციო – ატალანტა 0:0
კალიარი – ფიორენტინა 1:1
ნაპოლი – სალერნიტანა 4:1
სპეცია – სამპდორია 1:0
ტორინო – სასუოლო 1:1
ემპოლი – რომა 2:4
მილანი – იუვენტუსი 0:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოთხეულისთვის ყველანი სწორდით – XX ტური

ბარსაში მზე ამოვიდა, რეალს ფიქრის დრო დაუდგა: ბოლო წუთების ტური – XXII ტური