in ,

ოთხეულისთვის ყველანი სწორდით – XX ტური

„ჰოფენჰაიმს“ რეალური შანსი აქვს ოთხეულში მოხვდეს და სოფლელები გულის სიღრმეში ალბათ სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებობენ, ბოლო პერიოდში მშვენიერი შედეგებიც ჰქონდათ, მაგრამ აგერ უკვე ორი თამაში წააგეს მიყოლებით. ჯერ ერთ-ერთ კონკურენტ „უნიონთან“ და ახლა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ დრამატულ და კარგ შეხვედრაში. მეორე ტაიმში სტუმრები ორი ბურთით დაწინაურდნენ და თითქოს გადაწყდა გამარჯვებულის ვინაობა, მაგრამ „ბორუსიას“ ტრავმის გამო ჰაალანდი გამოაკლდა, მერე მასპინძლებმა ანგარიში გაქვითეს და სულაც არ იყო გამორიცხული და არც ულოგიკობა იქნებოდა, საერთოდ ქულაც რომ აეღოთ, თუმცა „ბორუსიამ“ გაძლო და მეორე ადგილი გაიმყარა. „ჰოფენჰაიმი“ კი მე-4 პოზიციას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

მე-4-ზე კი ახლა „უნიონია“, რომელიც კარგა ხანია წაუგებელია და მის დამარცხებას ვერავინ ახერხებს. თუმცა ოთხეულისთვის ისეთი სიმჭიდროვეა, პროგნოზს ვერავინ გააკეთებს. ბოლოს კი ყველაზე მეტად „ლაიპციგმა“ მოუმატა, რომელმაც ბუნდესლიგაში ზედიზედ სამჯერ მოიგო და 3 ქულაშია ოთხეულთან. მოკლედ, ყველა ზედმიწევნით ყურადღებით უნდა იყოს (ნახსენები გუნდების გარდა კიდევ „ბაიერი“ და „ფრაიბურგი“) და ყველა ქულას ოქროს ფასი ადევს.

ცოტაც აუტსაიდერებზე, მით უმეტეს დაიმსახურეს ყურადღება.
ბოლო ადგილზე უიმედოდ მყოფი „ფიურტი“ 4 მატჩია არ აგებს, 3 ფრე და ახლა მოგება.
კიდევ უკეთესია „არმინია“, რომელიც 5 თამაშია არ აგებს, აქედან 3 მოგება და ამოძვრა კიდეც გასავარდნი ზონიდან, 3 ქულით უსწრებს დასაქვეითებელ ზონას. ამაში კონკურენტებიც ეხმარებიან, საზიზღრად გამოიყურებიან „ვოლფსბურგი“ და „შტუტგარტი“, რომლებიც მოურიდებლად ყველაფერს აგებენ და საშუალოდ 5 მატჩში 1 ქულას აგროვებენ.

„ბაიერნზე“ რა უნდა ითქვას? კი, არის ერთი უცნაურობა – 4 გოლიდან ლევანდოვსკის ანგარიშზე არცერთი არ არის.

„ბაიერნს“ ბოლო 10 მატჩში 9 მოგება აქვს.

ტედესკომ „ლაიპციგთან“ ზედიზედ 4 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 10:1. მომდევნო მატჩი „ბაიერნთანაა“.

ჰაალანდმა „ბორუსიაში“ ჩატარებულ 79 მატჩში 80 გოლი გაიტანა.

ბუნდესლიგა – XX ტური

აინტრახტი – არმინია 0:2
ჰოფენჰაიმი – დორტმუნდი 2:3
ფიურტი – მაინცი 2:1
ფრაიბურგი – შტუტგარტი 2:0
ლევერკუზენი – აუგსბურგი 5:1
გლადბახი – უნიონი 1:2
ბოხუმი – კიოლნი 2:2
ლაიპციგი – ვოლფსბურგი 2:0
ჰერტა – ბაიერნი 1:4

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი გასუქდა: ქართველი მეკარე განაცხადში წონის გამო ვერ მოხვდა

0:0 და მაინც გახარებულები – XXIII ტური