in

ჰოლანდმა უკვე 20 გოლი მოაგროვა! რეკორდების წერა გრძელდება…

გუშინ, “ელანდ როუდზე”, “ლიდს იუნაიტედმა” “მან სიტის” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

პირველი ტაიმის ბოლოს ქალაქელები როდრიმ დააწინაურა, მეორე ნახევარში კი ერლინგ ბრაუდ ჰოლანდმა დუბლი შეასრულა და მე-20 პრემიერლიგური გოლიც გაიტანა. ჰოლანდს ხსენებულ ნიშნულამდე, მხოლოდ 14 მატჩი დასჭირდა, რაც აბსოლუტური რეკორდია.

ჰოლანდის შემდეგ კევინ ფილიფსი მოდის, რომელსაც 21 მატჩი დასჭირდა. სიაში ფერნანდო ტორესი, ალან შირერი, აგუერო, ანრი და ჰარი კეინიც არიან.

ერლინგმა მამამისსაც გაასწრო: ალფიმ სულ 18 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში, ოღონდ საამისოდ 181 მატჩი დასჭირდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

“მილანმა” ჟირუსთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

კილიან მბაპე: მარტინესი? ეს, ჩემი საქმე არ არის