პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციციაციამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს მიმართა წინადადებით, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს საშუალება მიეცეთ მარტივად გაწყვიტონ კონტრაქტი და დატოვონ კლუბები.
ე ბიჭო, მგონი გეშველა: კვარაცხელიას რუსეთის დატოვების ნებას აძლევენ
რუსულ მედიაში ყველაზე დიდი ინტერესი ყაზანის “რუბინის” 21 წლის ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა, რომელიც დიდი ხანია რუსეთიდან წასვლას ლამობს.
ამ თემაზე რუსულმა მედიამ ყაზანელთა მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის კითხეს.
“მთელი გუნდი, მათ შორის ლეგიონერებიც, შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ მანამდე ვიყოთ ერთად, სანამ ამის საშუალება მოგვეცემა. მომდევნო მატჩებზე ვფიქრობთ და მთავარი ამოცანაა მოედანზე წარმატებით ვიასპარეზოთ. მეტი ამ საკითხს აღარ დავუბრუნდები”, – თქვა ლეონიდ სლუცკიმ.
GIPHY App Key not set. Please check settings