გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში “რაიო ვალეკანოსთან” ფრე 1:1 ითამაშა. მატჩის ერთ-ერთი გმირი ქართველი გიორგი მამარდაშვილი გახლდათ, რომელმაც მატჩი ორი საოცარი სეივი განახორციელა.
მატჩის შემდგომ “ღამურების” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მამარდაშვილი ამ მატჩის გმირი იყო.
“რა თქმა უნდა, აქ მოსაგებად და მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად ჩამოვედით და არა ფრისთვის. ჩვენ ვეთამაშებოდით გუნდს, რომელიც საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია. მოედნის ცენტრში მათ კარგად ითამაშეს და პრობლემები შეგვიქმნეს. გავიტანეთ, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნება და მოგება ვერ მოვახერხეთ. მამარდაშვილი ამ მატჩის მთავარი გმირი იყო. ყველა ფეხბურთელი ბევრს შრომობს და თუ ვინ ითამაშებს ფინალს, იმის მიხედვით გადავწყვეტ, ვინ როგორ ფორმაში იქნება”, – თქვა ხოსე ბორდალასმა.
მამარდაშვილის შეფასებები რაიოსთან მატჩში
მამარდაშვილი ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი იყო: რომ არა ის, ვალენსია წააგებდა
GIPHY App Key not set. Please check settings