in

ხვიჩა მაინც ყველას ჯობდა: ნაპოლიმ აუტსაიდერთან ვერ მოიგო

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში შინ ვერ მოახერხა ბერლინის „უნიონის“ დამარცხება – 1:1.

ნეაპოლელებს საუკეთესოდ არ უთამაშიათ და ბოლოს სტუმრებს მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ შანსები მასპინძლებსაც ჰქონდათ. ეს ბერლინური გუნდისთვის პირველი მოპოვებული ქულაა.

ყველაზე მეტი საგოლე შანსი კი კვარამ შექმნა. 39-ე წუთზე საგოლე კომბინაცია წამოიწყო, რომელიც მატეო პოლიტანომ გოლით დაასრულა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩამ მარჯვენა ფლანგზე პატარა სპექტაკლი დადგა, მისი პასით გატანა ზელინსკისაც შეეძლო, მაგრამ ბურთი მცველს მოარტყა. ბოლო წუთებზე კვარაცხელიამ სამჯერ სცადა კარის აღება, ორჯერ ბერლინელები მეკარემ გადაარჩინა, ერთხელ კი მის გასროლას მეტოქე გადაეფარა.
ერთი შემობრუნებით დაარტყა და ლამაზი გოლი გამოვიდოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მას გოლი არ გაუტანია და საგოლე პასიც არ აქვს, წამყვანმა საფეხბურთო გვერდებმა მაინც მაღალი შეფასებები დაუწერეს, ერთმა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.

Sofascore-მა საუკეთესოდ ცენტრალური მცველი ამირ რახმანი აღიარა, რომელმაც 8.0 ქულა მიიღო. 7.9 ქულა დაუწერეს კვარაცხელიას.

Whoscored-ის ვერსიითაც საუკეთესო ამირ რახმანია (7.7). კვარაცხელიასა და შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორს, მატეო პოლიტანოს ერთნაირი შეფასება აქვთ – 7.6.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი ქართველი Flashscore-მა აღიარა და მას 8.7 ქულა დაუწერა.

ლიგაზე მომდევნო მატჩი „ნაპოლის“ 29 ნოემბერს მადრიდში ელის „რეალთან“, რომელმაც პლეი-ოფში გასვლა უკვე გაინაღდა. „ნაპოლის“ 7 ქულა აქვს, მე-2 ადგილზეა და 4 ქულით უსწრებს „ბრაგას“, რომელსაც ბოლო ტურში შინ ეთამაშება. მოკლედ, ჯგუფიდან გასვლის მშვენიერი შანსი აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიდევ 4 გავიდა: მანჩესტერის ტრაგედია კოპენჰაგენში – ჩემპიონთა ლიგა

წაგება ბოლო წამებზე: თსუ-მ თამაში მოატრიალა და ბოლოს 1 ქულით წააგო