საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია “რუბინთან” ერთად თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. ზაფხულის მსგავსად ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც დიდი მოლოდინია, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსულ კლუბს დატოვებს და კარიერას ევროპაში გააგრძელებს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი იცვლება.
“რუბინი” ზამთრის შეკრებას თურქეთის დაბა ბელეკში გაივლის და ამხანაგურ შეხვედრებს ვორონეჟის “ფაკელის”, პლოცკის “ვისლა”, “სოჭის”, “კრილია სოვეტოვის”, მოსკოვის “დინამოსა” და “ასტანას” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings