მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ვარსკვლავმა გუტიმ ხვიჩა კვარაცხელიას „რეალში“ გადასვლისკენ მოუწოდა და მას საკუთარ მაისურს დაპირდა ავტოგრაფით.
ქართველ ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ ბავშვობაში მისი კუმირი სწორედ გუტი იყო და ესპანელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ რომ შეიტყო, მას შემდეგ შეთავაზა ჩვენიანს მადრიდში გადაბარგება.
„არც ვიცოდი, რომ კვარაცხელიას კუმირი ვიყავი. ხვიჩა, გადმოდი რეალში. ჩემ ავტოგრაფიან მაისურს გამოგიგზავნი“, – თქვა ყოფილმა ფეხბურთელმა El Chiringuito TV-ის ეთერში.
GIPHY App Key not set. Please check settings